aspurcela.ge
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

 ეს საინტერესოა: შედგენილია „სამყაროს აღსასრულის'' კალენდარი მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
თითქმის ყოველ წელს, სხვადასხვა წინასწარმეტყველების თანახმად, კაცობრიობა სამყაროს დასასრულს ელოდება. რამდენიმე ასეთი „აპოკალიფსი“ უკვე გადავიტანეთ და კიდევ რამდენი გველის? სპეციალისტებმა უახლოეს წლების კალენდარი შეადგინეს.



2011 წლის 21 მაისს „სამყაროს დასასრული“, რომელიც ცნობილმა ამერიკელმა მქადაგებელმა ჰაროლდ კემპინგმა იწინასწარმეტყველა, არ შედგა. ეს თარიღი მან ბიბლიიის მიხედვით გამოითვალა: თითქოს-და 21 მაისს შესრულდა ზუსტად 722 500 დღე ქრისტეს ჯვარცმის დღიდან. მაგრამ ახლა კემპინგმა აპოკალიფსი 2011 წლის ოქტომბერზე „გადაიტანა“.


2012 წლის 22 სექტემბერს იწინასწარმეტყველეს „სამყაროს ენერგეტიკული სამყარო“, ბუნებრივ-ტექნოგენური გლობალური კატასტროფა. ამერიკელი მეცნიერების ჯგუფის გაანგარიშებების თანახმად, მზეზე ძლიერი აფეთქება, რომლის შედეგადაც წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური იმპულსი ხანგრძივი დროით მწყობრიდან გამოიყვანს პრაქტიკულად ყველა ენერგეტიკულ და ელექტრონულ მოწყობილობას, მილიონობით ადამიანის დაღუპვას გამოიწვევს.


2012 წლის 21 დეკემბერი - ძველი მაიას რომის წინასწარმეტყველებათა თანახმად, ცივილიზაციას დასასრული ელოდება. როგორც ძველი ტრაქტატი იუწყება, ამ დღეს ჩვენს მზის სისტემაში რაღაც უჩვეულო მოხდება - ე. წ. „პლანეტების აღლუმი“. დედამიწა, იუპიტერი, მარსი და სატურნი ერთ ხაზში ჩადგებიან, რომლის ცენტრშიც მზე აღმოჩნდება. მზესთან დედამიწის უჩვეულო სიახლოვის გამო ჯაჭვური რეაქცია წარმოიქმნება: ატმოსფეროში შემოვა ენერგიის მძაფრი ნაკადები, რომლებსაც დედამიწის ზრდაპირი ვერ გაუძლებს.


სხვა ვერსიით, ამ დღეს დედამიწას გვერდზე ჩაუვლის პლანეტა ნიბირუ, რომელიც მაგნიტური პოლუსების შეცვლას გამოიწვევს და ჩვენი პლანეტის ორბიტას შეცვლის. პლანეტის მიზიდულობა დედამიწიდან წყლის უზარმაზარ მასების აწევს და დაწევს, რაც ყველაფერ ცოცხალს გაანადგურებს.


2013 წელი - ჰოლანდიელი ასტროფიზიკოსის პირს ვან დე მეერის წინასწარმეტყველებით, მზეზე აფეთქება მოხდება.


2014 წელი - რუსი ასტროფიზიკოსის ჰაბიბულ აბდულსამატობის პროგნოზით, დაიწყება ახალი გამყინვარების ხანა. ხოლო ბულგარელი წინასწარმეტყველის ვანგას თანახმად - ქიმიური ომი, რომელშიც მილიონობით ადამიანი დაიღუპება.


2016 წელი - ამერიკელი კლიმატოლოგის ჯეიმს ჰანსენის პროგნოზით, დნობას დაიწყებს მყინვარები, რომლებიც პლანეტის უდიდეს ნაწილს ჩაძირავს.


2018 წელი - ცნობილი წინასწარმეტყველის ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით, დაიწყება ბირთვული ომი.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2629.html
განათავსა - Drakula | 20 ივნ. 2011, 17:45 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: შედგენილია „სამყაროს აღსასრულის'' კალენდარი" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 ნოემბერი 2024
  • English Georgian