მეცნიერება-ტექნოლოგიები: იაპონიაში კომპიუტერული ვირუსების შექმნისათვის დააპატიმრებენ | მსოფლიოს ამბები | ||
იაპონიაში მიღებულია კანონი კიბერდანაშაულებრიობის წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც კომპიუტერული ვირუსების შექმნა, შენახვა და გავრცელება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ამის შესახებ იტყობინება Agence France-Presse. ახალი კანონის თანახმად, რომელიც პარლამენტმა 17 ივნისს მოიწონა, ვირუსების წინასწარ განზრახული შექმნისთვის ან გავრცელებისათვის დააჯარიმებენ 500 ათასი იენით (6.2 ათასი დოლარი) ან მიუსაჯებენ 3 წლამდე ვადით პატიმრობას. ვირუსების შენახვისთვის გათვალისწინებულია 300 ათასი იენის (3.7 ათასი დოლარი) ოდენობის ჯარიმა და პატრიმრობა ორ წლამდე ვადით. ამას გარდა, როგორც იტყობინება სააგენტო Kyodo, კანონი ხელისუფლებას უფლებას აძლევს, მოითხოვოს ინტერნეტ-პროვაიდერებისაგან კერძო მიმოწერის ლოგების შენახვა 60 დღის განმავლობაში. კანონის მიღებამ სამოქალაქო უფლებების მრავალი დამცველის მხრიდან პროტესტები გამოიწვია. მათ გამოთქვეს შიში სიტყვის თავისუფლებისა და კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიების დაცვის თაობაზე. იაპონიის პარლამენტის ზემო პალატის სასამართლო კომიტეტმა კანონს დაუმატა რეზოლუცია ბოროტმოქმედებების თავიდან აცილების მოთხოვნით. იაპონიამ ჯერ კიდევ 2001 წელს მოაწერა ხელი კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონვენციას. ახალი კანონის მიღება ამ შეთანხმების მოთხოვნების შესრულების ერთ-ერთი ღონისძიება გახდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2621.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ივნ. 2011, 21:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.