aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: ანტიმონოპოლიურმა ორგანოებმა Microsoft-ის მიერ Skype-ის შეძენა მოიწონეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
აშშ-ის ანტიმონოპოლიურმა კომისიამ კორპორაცია Microsoft-ის მიერ ინტერნეტ-ტელეფონიის სერვის Skype-ის შეძენის ფაქტი მოიწონა, იტყობინება სააგენტო Reuters.



შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 10 მაისს Microsoft-მა ხელი მოაწერა ოფიციალურ შეთანხმებას Skype-ის შეძენის თაობაზე 8.5 მლრდ დოლარად. Skype-ის შეძენა გახდა Microsoft-ის მიერ ყველაზე ძვირი შენაძენი თავისი 36 წლიანი არსებობის ისტორიაში.


გაერთიანების დასრულების შემდეგ Skype გახდება Microsoft-ის ცალკეული ქვედანაყოფი და დანერგავს თავისი პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერას XBoxკონსოლისთვის, Kinectკონტროლიორისთვის, ასევე Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ტელეფონებისა და სხვა მოწყობილობებისათვის. ახლადშექმნილი ქვედანაყოფის - Microsoft Skype-ის უფროსი Skype-ის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი ტონი ბეიტსი გახდება.


Skype შეიქმნა რვა წლის წინ, ანუ 2003 წელს, ხოლო 2005 წელს იგი 3.1 მლრდ დოლარად აუქციონ eBay Inc.-მა იყიდა. ოდნავ მოგვიანებით აქციების საკონტროლო პაკეტი შეიძინა რამდენიმე ინვესტორმა 1.9 მლრდ დოლარი ნაღდი ფულით და 125 მლნ ფასიანი ქაღალდებით. ახლა კი eBay Skype-ის აქციების 30%-ის მფლობელია.


2010 წელს სკაიპს 124 მლნ მომხმარებელი ჰყავდა, და მხოლოდ 8.1 მლნ მომხმარებელი სერვისის ფასიანი მომსახურებებით სარგებლობდა, რეკავდა რა Skype-ის საშუალებით სახლის და მობილურ ტელეფონებზე. ოფიციალურ საიტზე ნებისმიერ მომხმარებელს სკაიპის გადმოწერა მისთვის საჭირო პლატფორმისთვის აბსოლუტურად უფასოდ შეეძლო. 2010 წლის ბოლო სერვისი 170 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს ითვლიდა.


კორპორაცია Microsoft-ს თავის ისტორიაში არასდროს განუხორციელებია ძვირადღირებული და სარისკო გარიგებები და ინტერნეტ-ტელეფონიის სერვისის შეძენის ფაქტმა, რომელიც მოგების მომტანი არაა, დააფიქრა ანალიტიკოსები.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2627.html
განათავსა - Drakula | 20 ივნ. 2011, 17:41 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: ანტიმონოპოლიურმა ორგანოებმა Microsoft-ის მიერ Skype-ის შეძენა მოიწონეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 24 ნოემბერი 2024
  • English Georgian