ეს საინტერესოა: გამოკითხვამ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული პროდუქტები გამოავლინა | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() როგორც "იტარ ტასი" იტყობინება, ეს ხსნის იმას, თუ რატომ მოიცვა სიმსუქნის ეპიდემიამ პრაქტიკულად მთელი მსოფლიო. ხორბლის მაგარი ჯიშებისაგან დამზადებული სპაგეტი მიჩნეულია დიეტურ კერძად, ოღონდ თუ მას ხორცის, კარაქის და ქონიანი საწებლების გარეშე მიირთმევენ, ბოსტნეულითა და სამარხო სანალებლებით. თუმცა, ასეთი სახით მაკარონს იშვიათად მიირთმევენ (უფრო ხშირად სპაგეტს ყველსა და კარაქს უმატებენ). აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 66%-სთვის რაციონის ფორმირებისას განმსაზღვრელ ფაქტორს საკვების ღირებულება წარმოადგენს. რესპონდენტთა ნახევარზე მეტმა აღიარა: ამ მომენტისათვის მათ არ შეუძლიათ იმავე პროდუქტების ყიდვა, რასაც ორი წლის წინ ყიდულობდნენ (ორი მესამედი პროდუქტების მაღალ ღირებულებას ასახელებდა). ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და საკვების ნოყიერებას ადამიანები მეორე ადგილზე აყენებენ (43%). ამასთან, ამერიკელებს შორის ყველაზე საყვარელი კერძია პიცა, ავსტრიერელებს შორის - შოკოლადი, ბრიტანელებს შორის - სტეიკი, ესპანელებს შორის - პაელიუ, ხოლო ინდოეთში ეროვნულ სამზარეულოს ანიჭებენ უპირატესობას. გასაკვირია, მაგრამ, როგორც ექსპერტებმა გაარკვიეს, ფასტ-ფუდი პოპულარული საკვები პროდუქტების სიაში პირველ პოზიციებზე არ დგას. მაგალითად, KFC-ის წიწილები 107-ე პოზიციაზე, ხოლო „ბიგმაკი“ – 113-ზე აღმოჩნდა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2623.html
| |||
განათავსა - Drakula | 18 ივნ. 2011, 21:28 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.