მეცნიერება-ტექნოლოგიები: სოციალური ქსელების გამოყენება შეიძლება ტვინის განვითარებაზე აისახოს | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ამასთან, მეცნიერები ითვლიდნენ როგორც ვირტუალურ, ისე რეალურ მეგობრებს. შემდგომში მათ თავიანთი დასკვნები 40 მოხალისეზე გადაამოწმეს. გაკეთებულმა აღმოჩენამ მკვლევარები გააოცა. „ჩვენ ტვინის რამდენიმე საინტერესო ნაწილი აღმოვაჩინეთ, რომლებიც თითქოს დაკავშირებულია ჩვენი როგორც რეალური, ისე ვირტუალური მეგობრების რაოდენობასთან“, - მოყვა დოქტორმა რიოტა კანაიმ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან. ამავე დროს, ამ აღმოჩენაში ბევრი რამ კვლავ გაუგებარია. კერძოდ, მკვლევარებმა ვერაფრით შეძლეს დადგენა იმისა, იზრდება თუ არა ტვინის ცალკეული ნაწილები სოციალური ქსელების ზემოქმედების შედეგად თუ უბრალოდ ადამიანებს ტვინის გარკვეული სტრუქტურით უფრო მეტად აქვთ მიდრეკილება მეგობრობისკენ. მიუხედავად ამისა, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი გამოკვლევები აჩვენებს, მართლა შეუძლია თუ არა ადამიანის ტვინს შეცვლა ახალ სოციალურ მოვლენებთან ადაპტირების დროს. ზოგიერთი სპეციალისტი ასევე აღნიშნავს, რომ ვირტუალური მეგობრების რაოდენობას რეალურ ცხოვრებასთან ცოტა რამ აქვს საერთო, რადგან, მეტწილად, იმაზეა დამოკიდებული, რამდენი წლისაა ადამიანი და რამდენ დროს ატარებს ინტერნეტში. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3700.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:50 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.