ეს საინტერესოა: მეცნიერებმა ვან გოგის ნახატების გაუფერულების მიზეზი გაარკვიეს | მსოფლიოს ამბები | ||
მეცნიერები გაოცებულები არიან. იმპრესიონისტთა ნახატები დროის გასვლასთან ერთად უფერულდება! და ახლა უკვე ცნობილი გახდა, რატომ. იმ ფაქტს, რომ ვან გოგის სურათებზე ფერები დროის გასვლასთან ერთად უფერულდება, მარტივი ახსნა აქვს. საღებავების შემადგენლობაში შესულია ქრომი. სინათლის ზემოქმედების ქვეშ იგი აღდგება, რასაც ასეთი ცუდი შედეგი მოაქვს. მაშასადამე, მუზეუმების მფლობელებმა უნდა გაითვალისწინონ: XIXსაუკუნის მხატვართა ნახატების შენახვა უმჯობესია ჩაბნელებულ სათავსებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მრავალი შედევრი დავკარგოთ! ვან გოგი და მისი თანამედროვეები იყენებდნენ ზეთის საღებავს ტყვიის ქრომატის საფუძველზე. მას კიდევ ყვითელ ქრომს უწოდებენ. მის საფუძველზე დამზადებული საღებავები სიახლე გახლდათ და მხატვრები სიამოვნებით იყენებდნენ მათ არაბუნებრივად ხასხასა, მკვეთრი ტონების მისაღებად. მოგვიანებით მასზე უარი თქვეს ტოქსიკურობის გამო. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3683.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 18:13 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.