| პოპულარული ტელეარხი ათასობით სამუშაო ადგილს შეამცირებს | | მსოფლიოს ამბები |
ბრიტანული ტელერადიოკომპანია „ბი-ბი-სი“ უახლოეს ხუთ წელიწადში ორი ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ შეტყობინებულია „ბი-ბი-სის“ საიტზე. შემცირებები კორპორაციის ხარჯების 20 პროცენტით შემცირების პროგრამის ფარგლებში ჩატარდება. როგორც „ბი-ბი-სის“ შეტყობინებაშია აღნიშნული, კომპანიის არც ერთი ტელეარხი არ დაიხურება, ხოლო გათავისუფლებული საშუალებები ახალ პროგრამებში იქნება ინვესტირებული.
|
განათავსა - Drakula | 07 ოქტ. 2011, 19:26 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| გარდაიცვალა Apple-ის დამფუძნებელი სტივ ჯობსი | | მსოფლიოს ამბები |
კომპანია Apple-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სტივ ჯობსი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ნათქვამია Apple-ის შეტყობინებაში. სტივ ჯობსმა კომპანია Apple 1976 წელს სტივ ვოზნიაკთან და რონალდ უეინთან ერთად დააფუძნა. 1985 წელს იგი წავიდა იქიდან კორპორაციის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან უთანხმოებების გამო, 1997 წელს კი დაბრუნდა და 2000 წლიდან თავად გახდა მისი გენერალური დირექტორი.
|
განათავსა - Drakula | 06 ოქტ. 2011, 20:30 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| Moody’s-მა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკონომიკის რეიტინგი შეამცირა | | მსოფლიოს ამბები |
საერთაშორისო სააგენტო Moody’s-მა იტალიის საკრედიტო რეიტინგი სამი პუნქტით შეამცირა - Aa2დონიდან A2დონემდე, ამასთან ნეგატიური პროგნოზი დასვა. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. Moody's-მა საკუთარი ქმედებები ახსნა იტალიის გაზრდილი მოწყვლადობით ფინანსური შოკების მიმართ, თუმცა, როგორც საანგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, ახალი რეიტინგიც მოწმობს, რომ რისკი იმისა, რომ ამ ქვეყანას თავისი სავალო ვალდებულებების მიხედვით შეუძლია დეფოლტის გამოცხადება, ძალზედ ბუნდოვანი პერსპექტივაა.
|
განათავსა - Drakula | 05 ოქტ. 2011, 18:52 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|