ეკონომიკა: დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონად გამოაცხადებენ | ![]() | მსოფლიოს ამბები | |
![]() ხელშეკრულება სრულყოფილი არ არის - მასში არის ნაკლი, მაგრამ ასევე არის კონკრეტული დროებითი ნორმებიც, რომელთა განმავლობაშიც ყველა ნაკლი ლიკვიდირებული იქნება, კომენტარი გაუკეთა დოკუმენტის ხელმოწერას უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა. იგივე დაადასტურა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმაც: „ჩვენ საქონლის მთელი ჯგუფების მიხედვით გავაუქმებთ ერთმანეთს შორის საექსპორტო და საიმპორტო ბაჟებს. არის გარკვეული ნაკლი, ჩვენ მათ ვეთანხმებით, მაგრამ ისინიც თანდათანობით წარსულს ჩაბარდება“. მან დააზუსტა, რომ ხელშეკრულებას დსთ-ს ყველა ქვეყანამ მოაწერა ხელი, გარდა აზერბაიჯანისა, უზბეკეთისა და თურქმენეთისა, რომლებიც, მისი თქმით, მასთან მიმდინარე წლის ბოლომდე შემოერთების შესაძლებლობას შეისწავლიან. მანამდე სამშაბათს პუტინმა თქვა, რომ დსთ-ს ქვეყნების მთავრობების უფროსთა საბჭომ მოულოდნელად შეათანხმა ხელშეკრულება, რომელზედაც მუშაობა, მისი თქმით, თითქმის 10 წელი მიმდინარეობდა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3689.html
| |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 18:22 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.