საზოგადოება: საქართველოში საბერძნეთის ტურისტულ ტურებზე მოთხოვნა არ არის | საქართველოს ამბები | ||
საბერძნეთში მიმდინარე არეულობების ფონზე ტურისტული კომპანიები მომხმარებლებს დაბალი ფასებით ემსახურებიან. შედეგად გაიზარდა ტურისტული ნაკადი ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან. საქართველო ამ თვალსაზრისით გამონაკლისს წარმოადგენს. საბერძნეთის მიმართულებით ტურებზე მოთხოვნა თითქმის არ არსებობს. ამის შესახებ commersant.ge-ს განუცხადეს ტურისტულმა კომპანიებმა „ქერათრეველი“, „ინტერტური“ და „მოგზაურთა კლუბი“. მათი თქმით, საბერძნეთის საელჩოში ვიზის მიღება უკიდურესად რთულია, ეს კი მოთხოვნაზე მოქმედებს. ტურისტული კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, ყველაზე ხშირად ქართველები ჩეხეთში, იტალიასა და საფრანგეთში მოგზაურობენ. ევროპის მიმართულებით ფასები სეზონის მიხედვით იცვლება. „ინტერტურში“ მინიმალური საკვირაო პაკეტი 200 ევროდან იწყება და მასში ავიაბილეთის ფასი არ შედის. ხოლო „მოგზაურთა კლუბში“ მინიმალური, ერთ კვირიანი საგზურის ფასი 850 დოლარია და მასში ავიაბილეთების ღირებულებაც არის გათვალისწინებული. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3838.html
| |||
განათავსა - Drakula | 07 ნოემ. 2011, 21:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.