პოლიტიკა: სააკაშვილი: „პირადად ჩემთვის, მომავალი წელი კახეთის წელი იქნება“ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყვარელში ილია ჭავჭავაძის განახლებულ სახლ-მუზეუმში კახეთის სკოლების ფრიადოსნებს შეხვდა და საჩუქრად კომპიუტერები გადასცა. როგორც პრეზიდენტმა მოსწავლეებთან შეხვედრაზე განაცხადა, იგი ძალიან ბევრს ფიქრობს კახეთზე, სადაც კიდევ ძალიან ბევრი რაიმის გაკეთებაა აუცილებელი. „პირადად ჩემთვის, მომავალი წელი კახეთის წელი იქნება. კახეთის განვითარება ჩემ პირად მისიად მიმაჩნია. ადრე ამბობდნენ, რომ სააკაშვილი ყურადღებას მხოლოდ ბათუმს აქცევს. ჩემთვის აჭარის აღორძინება პრინციპული იყო. ქუთაისის მოქალაქეები ამბობდნენ, რომ სააკაშვილი ჩვენ ქალაქს გადააფრენს და არანაირ ყურადღებას აქვს“, - აღნიშნა სააკაშვილმა და დაამატა, რომ ამ განწყობას მოჰყვა ის, რომ დღეს ქუთაისის აღორძინება ხდება. ამას გარდა, მისი თქმით, ამჟამად სერიოზული ძვრები დაიწყო აღორძინების თვალსაზრისით სხვადასხვა რეგიონებში, თბილისში, სადაც განვითარების ასეთი ტემპები არასდროს ყოფილა. „მაგრამ ჩემთვის მომავალი წელი კახეთის წელი იქნება, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მოხდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა. იგი განათლების აუცილებლობას შეეხო. „პირველკლასელებს ნეთბუქებს ურიგებენ, მაგრამ მთავარია, რომ მათ არ იზარმაცონ და წარმატებას მიაღწიონ. კიბერსივრცეში, სოციალურ მედიაში ჩვენ ძალიან ძლიერები უნდა ვიყოთ, ვინაიდან იდეოლოგიასთან ბრძოლა სწორედ სოციალურ მედიაში ხდება და აქ აქტიურობა აუცილებელია“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა. მან შეხვედრაზე დამსწრე განათლების მინისტრს დიმიტრი შაშკინს სთხოვა, რომ გამოცდებზე სხვადასხვა დონეებზე იწერებოდეს ისეთი თემები, როგორებიცაა ჩემი ცხოვრების მისია და როგორ უნდა მივაღწიო წარმატებას. „თქვენ ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვთ, იმიტომ რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრობთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3846.html
| |||
განათავსა - Drakula | 08 ნოემ. 2011, 19:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.