პოლიტიკა: ირაკლი ალასანია: ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში სიტუაცია გაუმჯობესდა | საქართველოს ამბები | ||
ვარდების რევოლუციიდან 8 წელიწადში, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სიტუაცია გაუმჯობესდა, მიაჩნია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიას, იტყობინება “GHN“. „საქართველო წინ მიიწევს, საზოგადოება ვითარდება. ამ ხელისუფლებებმა ინფრასტრუქტურის, ენერგოუსაფრთხოების განვითარებისათვის, კრიმინალთან ბრძოლაში ძალიან ბევრი რამ გააკეთეს, რაც, ბუნებრივია, შეფასებას იმსახურებს. მაგრამ არის ბევრი რამ, რაც პირად პოლიტიკურ თავისუფლებას, ეკონომიკურ განვითარებას ეხება. ეს ძირითადი მძიმე მემკვიდრეობაა, რომლებიც ეს ხელისუფლებები მიმდევრებს დაუტოვებენ“, - თქვა ალასანიამ “GHN“-თან საუბრისას. მან იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მას ნაკლოვანებების გამოსწორებაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება. „დარწმუნებული ვარ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შანსი მოგვეცემა იმისათვის, რომ ეტაპობრივად აღმოვფხვრათ პრობლემური საკითხები და კიდევ უფრო დავაახლოვოთ საქართველო ევროპასთან“, - თქვა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3989.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 ნოემ. 2011, 20:00 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.