ეკონომიკა: თბილისში ახალი სუპერთანამედროვე რაიონი აშენდება | საქართველოს ამბები | ||
თბილისში ახალი რაიონის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ, დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კავკასიაში ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის "თბილისი მოლის" გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, რაიონი დიღმის მასივიდან რამოდენიმე ჰექტარზე გადაიჭიმება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ეს კეთდება არა ქალაქის გაზრდისათვის, არამედ იმისათვის, რომ საქართველო ევროსტანდარტებს მიუახლოვდეს. "ევროსტანდარტის მიხედვით, მოსახლეობის ერთ სულზე საცხოვრებელი ფართის 30 კვ. მოდის, ხოლო საქართველოში ეს მაჩვენებელი 15კვ. წარმოადგენს. ახალი რაიონი იმას ნიშნავს, რომ ხალხს გაფართოების შესაძლებლობა ექნება"–განაცხადა მან და აღნიშნა, რომ აქ გზის გაყვანაც მოხდება და მეტროც გაიხსნება. "ეს თბილისისთვის ისტორიული მომენტია. ვინც არ უნდა ილაპარაკოს, ეს ქვეყნის მმართველობის ისტორიაში მნიშვნელოვანი პერიოდია"–განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტმა ისიც აღნიშნა, რომ ახალი რაიონის მშენებლობა 2011 წელს დაიწყება და 2015 წლისთვის ძირითადი კონტურები გამოიკვეთება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3981.html
| |||
განათავსა - consul | 24 ნოემ. 2011, 19:07 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.