პოლიტიკა: გაბაშვილი: ბოლო 8 წლის განმავლობაში ბევრი შეცდომა იყო, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ სრულიადსხვაქვეყანამივ | საქართველოს ამბები | ||
მმართველი უმრავლესობა თავისი 8-წლიანი მმართველობის შედეგებს აჯამებს და აქცენტს აკეთებს „გამარჯვებაზე ტოტალურ კორფუციაზე, ქურდულ სამყაროზე, შუქისა და გზების არარსებობასა და პენსიების გაზრდაზე“. „ოპოზიცია კითხულობს, რატომ იმარჯვებს მხოლოდ ერთი პარტია ყველა არჩევნებზე, რომლებიც საქართველოში ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩატარდა. ამაზე პასუხი მარტივია: მაშინ, როცა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ლამპიონებს, შადრევნებს, ველოსიპედის ბილიკებსა და ველოსიპედებს ებრძვიან, როდესაც ისინი ზომავენ ძეგლებს და ზოგიერთი მათგანი მაღალი ეჩვენებათ, ზოგიერთი კი - დაბალი, ამ დროს ჩვენ ტოტალურ კორუფციას, ქურდულ სამყაროს, შუქისა და გზების არარსებობას ვებრძვით. ეს მთავარი გამოწვევაა, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლებოას ყველაზე მეტად აღელვებს და მას ნაკლებად აინტერესებს ლამპიონებისა და შადრევნების ფორმები, ის, სად გავა ბილიკი და როგორი იქნება იგი, თუმცა, ცხადია, მათ ესეც უხარიათ, ასევე ის, რომ მათ გარშემო არა მხოლოდ ქუჩები და რაიონები, არამედ მთელი ქალაქები იცვლება. ადამიანები ხედავენ ნებისმიერ კარგ ცვლილებას და წინ გადადგმულ პატარა ნაბიჯსაც კი აფასებენ“, - აცხადებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გაბაშვილი. მისი თქმით, „ბოლო 8 წლის განმავლობაში შეცდომებიც იქნა დაშვებული, მაგრამ მთლიანობაში ჩვენ სრულიად სხვა ქვეყანა გვაქვს“. „ჩვენ არა გვაქვს ქვეყანა, რომელსაც კრიმინალები მართავდნენ და რომელშიც ტოტალური კორუფცია მძვინვარებდა, სადაც თვეების განმავლობაში არ ყოფილა შუქი და არ გაიცემოდა პენსიები“, - აღნიშნა გაბაშვილმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3983.html
| |||
განათავსა - Drakula | 24 ნოემ. 2011, 19:08 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.