| სოციალური ქსელების გამოყენება შეიძლება ტვინის განვითარებაზე აისახოს | | მსოფლიოს ამბები |
როგორც მეცნიერებს მიაჩნიათ, ვირტუალური სოციალური ქსელების გამოყენებას, ალბათ, ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია. მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელთა თავისებურებები გააანალიზეს. როგორც BBC გადმოსცემს, გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 125 მოხალისემ, რომლებიც სოციალური ქსელებით აქტიურად სარგებლობენ. მეცნიერებმა თითოეული მათგანის ტვინის სკანირება ჩაატარეს და გასაოცარი ფაქტი დაადგინეს - ადამიანებს, რომლებსაც ტვინის ზოგიერთი ნაწილი უფრო დიდი ჰქონდათ, სოციალურ ქსელშიც „მეგობრების“ უფრო მეტი რაოდენობა ჰყავდათ.
|
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:50 | კომენტარები | მეცნიერება-ტექნოლოგიები | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| რობერტ სტურუა: საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებები იოსებ სტალინის ქმედებებს მოგვაგონებს | | საქართველოს ამბები |
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქმედებები საქართველოს სხვა შვილის - იოსებ სტალინის ქმედებებს მოგვაგონებს, მიაჩნია ცნობილ ქართველ რეჟისორს რობერტ სტურუას, იტყობინება “GHN“. „მე ვცხოვრობ საქართველოში - ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტის ხელშია კონცენტრირებული სრული გავლენა ხელოვნებაზე, განათლებასა და მედიაზე. ეს მოგვაგონებს საქართველოს სხვა შვილის - იოსებ სტალინის მეთოდებს და ისევე, როგორც მის დროს, გარე სამყაროს უჩვენებენ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის მოჩვენებით ხილვადობას“, - წერს სტურუა The Guardian-ში, გადმოსცემს InoСМИ.ru. როგორც სტურუა წერს, „საბჭოთა დროს მე ჩემს სპექტაკლებს ვიყენებდი, რათა წინააღმდეგობა გამეწია უსამართლობისთვის, ძალადობისა და ტირანიისთვის“.
|
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:46 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| საქართველოში მცირე ბიზნესის ადმინისტრირების ახალი წესები შემოაქვთ | | ბიზნესი და ეკონომიკა |
მთავრობის ინიციატივით, საორიენტაციოდ წლის ბოლომდე მცირე მეწარმეებს საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოებისაგან გაათავისუფლებენ. ამ მიზნით მთავრობა ბაზრებზე ადმინისტრირების ახალი წესების შემოღებას აპირებს, რისთვისაც საქართველოს პარლამენტმა საგადასახდო კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა უკვე დაიწყო. საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ „საგადასახადო კოდექსში“ შესწორებების თანახმად, ბაზრებს მიენიჭებათ ცალკეული სავაჭრო ზონების წოდება, რომელთა მფლობელებმა უნდა აწარმოონ სავაჭრო ობიექტების ჩაბარებისა და ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა. ამას გარდა, შესწორებების თანახმად, მთელი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოება ასევე აღნიშნული ზონების მფლობელებს მოუწევთ.
|
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:44 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|