ამერიკელი წინასწარმეტყველი: სამყაროს დასასრული აუცილებლად დადგება | მსოფლიოს ამბები | ||
ცნობილი ამერიკელი მქადაგებელი ჰაროლდ კემპინგი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ სამყაროს დასასრული აუცილებლად დადგება. მან კიდევ ერთხელ განუცხადა თავის თაყვანისმცემლებს, რომ სამყარო 2011 წლის 21 ოქტომბერს 18:00 საათზე (თითოეულ საათის სარტყელში) დაიღუპება. მორიგ აუდიოგზავნილში საიტზე Family Radio Networkკემპინგი ირწმუნება, რომ აპოკალიფსი უკვე შემდეგ პარასკევს დადგება. „ამჯერად, როგორც ჩანს, ეს ყველაფრის ნამდვილი დასასრული იქნება“, - დაამატა მან. | |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:49 | კომენტარები | ეს საინტერესოა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ევროპარლამენტი საქართველოში არსებულ სიტუაციაზე რეზოლუციის მიღებას გეგმავს | საქართველოს ამბები | ||
ევროპარლამენტი საქართველოში არსებული სიტუაციასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღებას აპირებს. რეზოლუციის ტექსტის მიხედვით ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების წარმოებისა და კონსულტაციების მიღების მიზნით, ბრიუსელში დღეს დილით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გაემგზავარა. | |||
განათავსა - consul | 19 ოქტ. 2011, 17:49 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
31 ოქტომბრისთვის დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს | მსოფლიოს ამბები | ||
31 ოქტომბერს დედამიწის მოსახლეობა 7 მილიარდს მიაღწევს. ეს მოხდება 12 წლის შემდეგ მას მერე, რაც მეექვსემემილიარდე მაცხოვრებელი დაიბადა. იგი გახდა ბოსნიელი ბიჭი, რომელიც სარაევოში 1999 წლის 12 ოქტომბრის ღამით - მის პირველ წუთებში დაიბადა. მეშვიდემემილიარდე მაცხოვრებელს 31 ოქტომბერს, ღამით გამოაცხადებენ. თუმცა ყველასთვის გასაგებია, რომ ვინმე კონკრეტულზე ჩვენება შეუძლებელია, რამდენადაც ყოველ საათში პლანეტაზე 10 ათასი ბავშვი იბადება. არჩეულს ამჯერადაც აუცილებლად დაადგენენ, ვინაიდან უკვე გადაწყვეტილია, რომ 31 ოქტომბერს დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. | |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:48 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ხიდაშელს 5-ლარიანი ვაუჩერები ფულის ჰაერში გადაყრად მიაჩნია | საქართველოს ამბები | ||
თბილისის საკრებულოს დეპუტატს რესპუბლიკური პარტიიდან თინა ხიდაშელს მიაჩნია, რომ 5-ლარიანი სატრანსპორტი ვაუჩერები ჰაერში გადაყრილი ფულია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარია სავარაუდოდ 5 მლნ ლარზე ქალაქის ბიუჯეტიდან, რამდენადაც ირწმუნებიან, რომ სამგზავრო ბარათები 1 მლნ მოქალაქეს აქვს. | |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:44 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
გაბაშვილი: „ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკის შესახებ წარმოდგენა არა აქვს" | საქართველოს ამბები | ||
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკის შესახებ წარმოდგენა არა აქვს. როგორც დეპუტატმა ბიზნესმენის მიერ „რეიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა, იგი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის პროექტი პუტინის ინტერესებს უკავშირდება. | |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:43 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე | საქართველოს ამბები | ||
17 ოქტომბერს, 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე, იუწყება “GHN“. „გარდაიცვალა გენიალური რამაზ ჩხიკვაძე! ჩვენი რამაზი! ეპოქა დასრულდა! დასრულდა!“, - წერს რეჟისორი ქეთი დოლიძე თავის „ფეისბუქის“ გვერდზე. | |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:40 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
სააკაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ყველანი აფხაზეთში საკუთარ სახლებში დავბრუნდებით | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა რწმენა იმისა, რომ ყველა იძულებით გადასახლებული აფხაზეთში საკუთარ სახლებსა და საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნდება და აღნიშნა, რომ ეს მისი ცხოვრების მთავარი ამოცანაა, იტყობინება “GHN“. ამის შესახებ მან განაცხადა ფოთში 32 ახალი სახლისაგან შემდგარი საცხოვრებელი კვარტლის გახსნაზე, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე აშენდა. | |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:39 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
ბიძინა ივანიშვილი: იძულებული ვიქნები, პუტინთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსხდეთ | საქართველოს ამბები | ||
„დიდი ალბათობით, რუსეთის ხალხი პუტინს აირჩევს და მე იძულებული ვიქნები, მასთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დავსხდე“, - თქვა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა „რეიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, იუწყება “GHN“. | |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:39 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
საქართველოში მაღალი გენდერული თანაფარდობა აღინიშნება | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
საწარმოებზე მომუშავეთა რიცხვი 397.8 ათას ადამიანს შეადგენს, რომელთაგან 39.0 ქალებია, ხოლო 61.0% - მამაკაცები. საწარმოების სიდიდის მიხედვით ისინი გადანაწილებულია შემდეგნაირად: მსხვილი ბიზნესი - 56.4%, საშუალო - 23.1%, მცირე - 20.5%. | |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:37 | კომენტარები | საზოგადოება | ქულები: 0 | ვრცლად... | |||
2010 წელს საწარმოთა ბრუნვამ 24.4 მლრდ ლარი შეადგინა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2010 წელს საწარმოთა ბრუნვამ 24.4 მლრდ ლარი, ხოლო პროდუქციის გამოშვენამ - 13.3 მლრდ ლარი შეადგინა. | |||
განათავსა - Drakula | 19 ოქტ. 2011, 17:36 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... | |||