პოლიტიკა: რობერტ სტურუა: საქართველოს პრეზიდენტ სააკაშვილის ქმედებები იოსებ სტალინის ქმედებებს მოგვაგონებს | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() „ამჟამად ჩემს სტატიებსა და გამოსვლებში ვცდილობ წინააღმდეგობა გავუწიო ჩემი ქვეყნის უხეშ პოლიციურ რეჟიმად გარდაქმნას. ჩემი პოზიცია და ჩემი სპექტაკლები ხელისუფლებებს ყოველთვის აღიზიანებდა. ახლა მათი მოთმინება ამოიწურა და მე დამადანაშაულეს „ქსენოფობიაში“, გამათავისუფლეს რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. არის გარკვეული ირონია იმაში, რომ ხელისუფლებები, რომელთა პოლიტიკა ეფუძნება სიძულვილს, შიშსა და რუსუფობიას და რომლებიც უსასრულო ეთნიკურ ომებს აწარმოებენ (როგორიცაა 2008 წლის აგვისტოს ომის), მადანაშაულებენ იმისათვის, რომ გავბედე ჩვენი პრეზიდენტის ნაციონალური კუთვნილების ხსენება. თუ მართლა ეთიკის საზღვრებს გავცდი, მზად ვარ, ნებისმიერი დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე წავრსდგე, მაგრამ არა ავტორიტარული ეთნონაციონალისტების რეჟიმის წინაშე. ვიმედოვნებ, რომ ხელოვანები, ინტელიგენცია და ჭეშმარიტი ინტერნაციონალისტები თავისუფლების იმ შეზღუდვების წინააღმდეგ გამოვლენ, რომლებიც ამჟამად საქართველოშია“, - წერს რეჟისორი. შეგახსენებთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან დაითხოვეს. როგორც საქართველოს კულტურის მინისტრმა განაცხადა, იგი „ქსენოფობიის“ გამო გაათავისუფლეს. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3697.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:46 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.