პოლიტიკა: საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრად ზაზა გოროზია დაინიშნება | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს სოფლის მეურნეობის ახალ მინისტრად ზაზა გოროზია დაინიშნება, იუწყება “GHN“. აქამდე ზაზა გოროზიას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის თანამდებობა ეკავა. გოროზია 1975 წელს დაიბადა. მან დაამთავრა სამედიცინო აკადემია, სხვადასხვა დროს მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სათავეში ედგა სამედიცინო და სოციალურ სამსახურს თბილისის მერიაში. 2005 წლიდან დღემდე ეკავა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის თანამდებობა. საქართველოს სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილ მინისტრს ბაკურ კვეზერელს თანამდებობა 2008 წლის აპრილიდან ეკავა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3695.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.