aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

 საზოგადოება: „გრინბერგ ქუინლან როზნერი“ - საქართველოს მოსახლეობის 78% პრეზიდენტ სააკაშვილის მუშაობით კმაყოფილია საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია „გრინბერგ ქუინლან როზნერის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვა მიზნად ისახავდა მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლას ქვეყნის საგარეო და შიდა პოლიტიკის მისამართით. გამოკვლევა სექტემბრის ბოლოს დაიწყო და ოქტომბერში დასრულდა. სულ 1 400-ზე მეტი მოქალაქე გამოკითხეს.



პირველი შეკითხვა ეხებოდა საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობას ბოლო თვეების განმავლობაში. გამოკითხულთა 78 პროცენტმა სახელმწიფოს მეთაურის საქმიანობა დადებითად შეაფასა.


რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, 57 პროცენტს მიაჩნია, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება.
ამასთან ერთად, რესპონდენტთა 60 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში რეალური დემოკრატიაა. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 2 პროცენტით გაიზარდა.


შემდეგი შეკითხვა ასე ჟღერდა: დღეს რომ ტარდებოდეს არჩევნები, ვის მისცემდით ხმას? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 57%, ქრისტიან-დემოკრატები - 13%, ლეიბორისტული პარტია - 7%. დანარჩენი პარტიების მაჩვენებელი, უკეთეს შემთხვევაში, 2 პროცენტს აღწევს. 13 პროცენტმა ჯერ არ იცის.


ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მოსახლეობა ასე აფასებს: 85 პროცენტი საქართველოს ევროკავშირში შესვლის მომხრეა, 79 პროცენტი ქვეყნის ნატოში შესვლის მომხრეა. ნატოს, ევროკავშირისა და აშშ-ის მისამართით საქართველოს პოლიტიკას დადებითად გამოკითხულთა 74 პროცენტი აფასებს.
წყარო - Грузия Online

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3694.html
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:45 | ახალი ამბები »
 

"საზოგადოება: „გრინბერგ ქუინლან როზნერი“ - საქართველოს მოსახლეობის 78% პრეზიდენტ სააკაშვილის მუშაობით კმაყოფილია" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 21 სექტემბერი 2024
  • English Georgian