ეკონომიკა: „სითი კომპანი“: ბინების 80%-ს უცხოეთში მომუშავე ქართველები ყიდულობენ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
თბილისში ბინების უმრავლესობას უცხოეთში მომუშავე საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ. ამის შესახებ „სითი კომპანიში“ აცხადებენ. კომპანიის მფლობელის თამაზ ქობალიას თქმით, მათ მიერ გაყიდული ბინების 80 პროცენტი საზღვარგარეთ მომუშავე ქართველებმა იყიდეს. უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, რომ ბოლო 7-8 თვის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა მეორად ბინებსა და განაპირა მხარეებზე მშენებერე სახლების ბინებზე. „ამან გამოიწვია მათი ფასების გაზრდა თითქმის 20 პროცენტით“, - განაცხადა თამაზ ქობალიამ. უძრავი ქონების სააგენტოები მეორად საცხოვრებელზე ფასების ზრდას ახალი ბინების დეფიციტით ხსნიან. სააგენტო „ბონუსის“ წარომადგენელი ილია ინაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ახალი ბინების მშენებლობა პრაქტიკულად არ დაწყებულა. მისი თქმით, თბილისში ბინების შეძენით უცხოელებიც არიან დაინტერესებულები, კერძოდ სომხეთის, ირანისა და ისრაელის მოქალაქეები. უკანასკნელ დროს მათ მიმართ ინტერესს უკრაინის მოქალაქეებიც ავლენენ. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3696.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 ოქტ. 2011, 18:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.