| დავით ბაქრაძე: ევროპარლამენტის რეზოლუცია სერიოზული ორწლიანი მუშაობის შედეგია | | საქართველოს ამბები |
ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია სერიოზული, ფაქტობრივად, ორწლიანი მუშაობის შედეგია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ, იტყობინება “GHN“. „ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხია რუსული დიპლომატიის მცდელობაზე, მთელ მსოფლიოში ეძებოს და იპოვოს ნაურუ და მსგავსი სახელმწიფოები. გასულ კვირას ამგვარი ტიპის დიპლომატიაზე ევროპარლამენტის - ევროპის მთავარი პოლიტიკური და საამომრჩევლო ორგანოს მხრიდან ძალიან კარგი პასუხი გაიცა. ეს რეზოლუცია განსაზღვრავს ევროპის დამოკიდებულებას საქართველოში არსებული პრობლემებისა და ქართულ-რუსული ურთიერთობის მიმართ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.
|
განათავსა - Drakula | 22 ნოემ. 2011, 20:35 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| Facebook საჯარო კომპანია გახდება | | მსოფლიოს ამბები |
მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook, მისი ერთ-ერთი თანამშრომლოს თქმით, რამდენიმე უახლოესი თვის განმავლობაში აქციების პირველად განთავსებას (IPO) განახორციელებს. „Facebookფორმა S-1-ის მიხედვით განაცხადს ძალიან მალე შეიტანს. შესაძლოა, უკვე შემდეგ თვეში“, - მოუყვა Business Insider-ს წყარომ სოციალური ქსელის შიგნით, რომელმაც დაუსახელებლად დარჩენა ისურვა.
|
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:32 | კომენტარები | ეკონომიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| ლეგენდარული ჯგუფის ვოკალისტს კიბო აღმოაჩნდა | | მსოფლიოს ამბები |
ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის - Bee Gees-ის ვოკალისტსა და სიმღერების ავტორს რობინ გიბს ღვიძლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. გასულ სამშაბათს 61 წლის მუსიკოსი ჰოსპიტალიზებულ იქნა კუჭში ტკივილებისა და მსხვილი ნაწლავის ანთების ჩივილით. მან საავადმყოფოში დაახლოებით ხუთი საათი გაატარა, რის შემდეგად იგი სახლში გამოსაჯანმრთელებლად გამოწერეს.
|
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:31 | კომენტარები | შოუ-ბიზნესი | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
| დიმიტრი მედვედევს მიაჩნია, რომ რუსეთი და ომი რომ არა, საქართველოს უკვე შეათრევდნენ ნატოში | | საქართველოს ამბები |
2008 წელს კავკასიაში რუსეთის მიერ გადამწყვეტი ქმედებების მიუღებლობა ნატოს საზღვრების არსებით გაფართოებას გამოიწვევდა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ სამხედრო ოლქის ოფიცრებთან შეხვედრაზე, იტყობინება “GHN“. „2008 წელს რომ შევდრეკილიყავით, უკვე სულ სხვა გეოპოლიტიკური განაწილება გვექნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ხელოვნურად ჩათრევას ცდილობდნენ, სავარაუდოდ, იქ იქნებოდა“, - თქვა მედვედევმა.
|
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:30 | კომენტარები | პოლიტიკა | ქულები: 0 | ვრცლად... |
|
|