ეკონომიკა: საქართველოს საბანკო სექტორი ევროპის კრიზისის ფონზე რეკორდულ მოგებაზე გადის | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ევროპის კრიზისის ფონზე საქართველოს საბანკო სექტორი რეკორდულ მოგებაზე გადის. 2011 წლის ათი თვის მონაცემებით, სექტორის წმინდა მოგებამ 234 მილიონს გადააჭარბა, რაც ბოლო რამდენიმე წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. მხოლოდ ოქტომბერში მოგებამ თითქმის 20 მილიონი შეადგინა. მოგების ფონზე, წინა თვესთან შედარებით, 3 მილიონით შემცირდა გადავადებული კრედიტების მოცულობა და 172 მილიონი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მარტის შემდეგ საბანკო სექტორის მოგება ყოველთვიურად იზრდება. „ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საბანკო სექტორის მოგება იმის დასტურია, რომ ევროპის კრიზისი ქართულ ბანკებს არ შეეხო. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, 2008 წლის შემდეგ ბანკებმა ისწავლეს, ვის უნდა გასცენ კრედიტები და, შესაბამისად, მათი მოგება იზრდება. მისი თქმით, ბანკების მოგება ძვირადღირებული კრედიტებითაც არის განპირობებული. ექსპერტის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბანკებს ძვირი ფინანსური რესურსი აქვთ, ისინი მაინც აგრძელებენ მისი გადასახადის გაზრდას. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3971.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ნოემ. 2011, 20:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.