ეკონომიკა: Facebook საჯარო კომპანია გახდება | მსოფლიოს ამბები | ||
მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი Facebook, მისი ერთ-ერთი თანამშრომლოს თქმით, რამდენიმე უახლოესი თვის განმავლობაში აქციების პირველად განთავსებას (IPO) განახორციელებს. „Facebookფორმა S-1-ის მიხედვით განაცხადს ძალიან მალე შეიტანს. შესაძლოა, უკვე შემდეგ თვეში“, - მოუყვა Business Insider-ს წყარომ სოციალური ქსელის შიგნით, რომელმაც დაუსახელებლად დარჩენა ისურვა. “IPO-ს შესახებ საუბრები Facebook-ის შიგნით ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში გახშირდა, ხოლო ცუკერბერგი არაერთხელ იმეორებდა, რომ ის „მოდის“, რაც მას Facebook-ის ისტორიაში არასდროს უთქვამს“, - დაამატა გამოცემს თანამოსაუბრემ. თუმცა, Business Insider ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებს: სხვა წყარომ, რომელიც IPO-ს მსვლელობას იცნობს, თქვა, რომ Facebook-ს ჯერ განთავსების ორგანიზატორი ბანკიც კი არ აურჩევია. ეს უნდა მოხდეს მანამ, სანამ სოციალური ქსელი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) ფორმა S-1-ის მიხედვით განაცხადე შეიტანს. გამოცემა ამატებს, რომ Facebook ვალდებულია ან ჩაატაროს IPO, ან თავისი ფინანსური შედეგები არა უგვიანეს 2012 წლის აპრილისა გამოაშკარაოს, ვინაიდან მისი აქციონერების რიცხვი 500 ადამიანს აღემატება. ამჟამად სოციალური ქსელის ღირებულება, მეორად ბაზარზე ცირკულირებადი აქციების ფასიდან გამომდინარე, დაახლოებით 80 მლრდ დოლარად ფასდება. მანამდე ამ თვეში Facebook-ის უფროსმა მარკ ცუკერბერგმა, გამოდიოდა რა „ჩარლი როუზის ტოკ-შოუში“, განაცხადა, რომ მისი კომპანია საჯარო მაშინ გახდება, „როდესაც ამას აზრი იქნება“. „სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ის არაა, რაზეც დღითიდღე ვფიქრობ“, - აღიარა 27 წლის მილიარდერმა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3967.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:32 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.