პოლიტიკა: დიმიტრი მედვედევს მიაჩნია, რომ რუსეთი და ომი რომ არა, საქართველოს უკვე შეათრევდნენ ნატოში | საქართველოს ამბები | ||
2008 წელს კავკასიაში რუსეთის მიერ გადამწყვეტი ქმედებების მიუღებლობა ნატოს საზღვრების არსებით გაფართოებას გამოიწვევდა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სამხრეთ სამხედრო ოლქის ოფიცრებთან შეხვედრაზე, იტყობინება “GHN“. „2008 წელს რომ შევდრეკილიყავით, უკვე სულ სხვა გეოპოლიტიკური განაწილება გვექნებოდა და მთელი რიგი ქვეყნები, რომელთა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ხელოვნურად ჩათრევას ცდილობდნენ, სავარაუდოდ, იქ იქნებოდა“, - თქვა მედვედევმა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი თავის საზღვრებთან სამხედრო ბლოკის გაჩენით შეშფოთებულია, რომელიც „გარკვეულ უხერხულობებს გვიქმნის“. „ჩვენ ახლა პირდაპირ კონკურენციას თავი ავარიდეთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ უსაფრთხოების სფეროში არსებული მთელი რიგი საკითხების გადაჭრის სხვადასხვა გაგება გვაქვს“, - დაამატა მან. თავის მხრივ, ნატოში პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა, რომელიც შეხვედრაზე მონაწილეობდა, მოსაზრება გამოთქვა, რომ 2008 წელს ნატოში მოტყუვდნენ, ვინაიდან კავკასიაში რუსეთის აქტიურ მოქმედებებს არ ელოდნენ, რომელთა გარეშე, მისი თქმით, ალიანსის შემადგენლობაში უკვე შესაძლოა უკრაინა და საქართველო შესულიყვნენ. „მათ რეალურად იმედი ჰქონდათ სრულიად სხვა პასუხისა - პოლიტიკური პასუხისა, რომელიც, ბუნებრივია, ქვეყნის ხელმძღვანელობას, უმაღლეს მთავარსარდალს ეკისრებოდა, და სამხედრო პასუხისა. ისინი ყველა ამ პასუხის მიხედვით მოტყუვდნენ. ეს სინამდვილეში ისტორიაში დარჩება, რაც არ უნდა თქვან“, - თქვა ამაზე სახელმწიფოს უფროსმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3963.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.