გარემო: სააკაშვილი: „ჩვენ თუშეთში გზის გაყვანის მიზნით კლდეების აფეთქებას ვაპირებთ“ | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ისინი თუშეთში კარგი გზის გაყვანის მიზნით კლდეების აფეთქებას აპირებენ და ეს სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა წინანდალში ყოფნის დროს განაცხადა. „ჩვენ ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალის აქტივიზირებას შევლებთ. აქ არაჩვეულებრივად მშრალი კლიმატი, მშვენიერი ბუნება, კვება, არაჩვეულებრივი ცივილიზაცია და კულტურაა. ჩვენ აღვადგინეთ გრემი, ნეკრესი, სამუშაოები ჩავატარეთ შუამთაში, ალავერდში, გავარემონტეთ გზა გომბორის უღელტეხილზე, რომელიც თავისთავად ძალიან კარგია, ვინაიდან ბევრად ამცირებს დისტანციას და ახლა ჩვენ თუშეთში რამდენიმე კლდის აფეთქებას ვგეგმავთ, რათა კარგი გზა გავიყვანოთ და ეს სამუშაოები მომავალი წლის ბოლომდე დაასრულდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა. თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა მდინარე სტორის ხეობაში აბანოს უღელტეხილზე გადის. თოვლის გამო გზა ოქტომბრის ბოლოს იხურება და მაისის შუა რიცხვებში იხსნება. 6 თვის განმავლობაში სამყაროს მოწყვეტილი რამდენიმე ოჯახი რაიონულ ცენტრში მხოლოდ მოსაზღვრეთა ვერთმფრენით ჩადის, რომელიც თვეში ერთხელ დაფრინავს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3962.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 ნოემ. 2011, 19:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.