aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 წიკლაური ივანიშვილის განცხადებას „ამბიციური ადამიანის უნიჭო გაზეთის სტატიად“ მიიჩნევს Georgian News  Georgian News 
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წიკლაურს ბიძინა ივანიშვილის განცხადება მიაჩნია „უნიჭო გაზეთის სტატიად ადამიანისა, რომელიც ავადმყოფური ამბიციებით არის შეპყრობილი“. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილი ის ადამიანია, რომელსაც სჯერა, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მათ შორის ქართული საზოგადოებისა.
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:27 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 აუცილებლობის შემთხვევაში თურქეთი მზადაა სირიასთან ომი დაიწყოს World News  World News 
რეგიონთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას ანკარა უცხო რჩევების გარეშე იღებს, ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში თურქეთი მზადაა, ომი დაიწყოს სირიასთან, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ. მინისტრის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა აცხადებს, რომ თურქეთი დასავლეთის თანხმობით მოქმედებს, თუმცა ეს ასე არ არის, რამდენადაც ანკარა დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს.
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:26 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 პოპულარული ტელეარხი ათასობით სამუშაო ადგილს შეამცირებს World News  World News 
ბრიტანული ტელერადიოკომპანია „ბი-ბი-სი“ უახლოეს ხუთ წელიწადში ორი ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ შეტყობინებულია „ბი-ბი-სის“ საიტზე. შემცირებები კორპორაციის ხარჯების 20 პროცენტით შემცირების პროგრამის ფარგლებში ჩატარდება. როგორც „ბი-ბი-სის“ შეტყობინებაშია აღნიშნული, კომპანიის არც ერთი ტელეარხი არ დაიხურება, ხოლო გათავისუფლებული საშუალებები ახალ პროგრამებში იქნება ინვესტირებული.
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:26 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 დასახელდნენ მსოფლიო შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარი ქალბატონები World News  World News 
მომღერალი ლედი გაგა კვლავ მოხვდა შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარ ქალბატონთა სიაში ჟურნალ Forbes-ის ვერსიით. ამჯერად მომღერალმა მეორე ადგილი დაიკავა, მაშინ, როცა შარშან მას მხოლოდ მეოთხე ადგილი ხვდა წილად. 2010 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 1 მაისის ჩათვლით მასზე მეტი ფული მხოლოდ ტელეწამყვანმა ოპტა უნფრიმ გამოიმუშავა.
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:25 | comments | შოუ-ბიზნესი | Score: 0 | Read More...
 
 ბიძინა ივანიშვილი რუსეთში თავის ბიზნესს ყიდის და რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს Georgian News  Georgian News 
პოლიტიკაში მოსვლასთან ერთად ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საზოგადოებაში გაჩენილ ყველაზე შეკითხვას გასცეს პასუხი. „ჩემი კაპიტალის დაახლოებითი ნაწილი სხვადასხვა ბიზნესის სახით რუსეთში მდებარეობს. იმისათვის, რომ პოლიტიკაში ჩემს მოსვლასთან ერთად სხვადასხვა სახის შეკითხვები არ ჩნდებოდეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მე რუსეთში ჩემს ბიზნესს გავყიდი. ამავე მიზეზით რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ვამბობ და უახლოეს დღეებში რუსულ და ფრანგულ პასპორტებს ჩავაბარებ“, - ნათქვამია განცხადებაში.
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:25 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 2012 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 40.6%-დან 39.7%-მდე შემცირდება Business & Economics  Business & Economics 
2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-ს, ხოლო მშპ-ის დეფლატორის მაჩვენებელი - 7.0%-ს შეადგენს. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, მშპ-ის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 26 494.4 მლნ ლარი იქნება, რაც 3 021.1 მლნ ლარით მეტია, ვიდრე შარშან. მაკროეკონომიკური სტაბილურობის - მთავრობის ძირითადი პრიორიტეტის - უზრუნველყოფის მიზნით გაგრძელდება საბიუჯეტო დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირების ტენდენცია.
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:23 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More...
 
 რუსეთი ევროკავშირსა და ნატოში შესვლას არ აპირებს - პუტინი World News  World News 
რუსეთის ფედერაცია ევროკავშირსა და ნატოში შესვლას არ აპირებს, სამაგიეროდ ევროკავშირში თანამშრომლობის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მესამე საინვესტიციო ფორუმის „რუსეთი გვეძახის!“ პლენარულ სესიაზე განაცხადა, იტყობინება „УКРИНФОРМ“-ის კორესპონდენტი.
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:22 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 კასპაროვი: პუტინები მოდიან და მიდიან, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები კი გრძელდება Georgian News  Georgian News 
რუს ოპოზიციონერ გარი კასპაროვს მიაჩნია, რომ „პუტინები მოდიან და მიდიან, ხოლო საქართველო-რუსეთის ურთიერთობები გრძელდება“.
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:21 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 კაზნინი: ის მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც სააკაშვილთან დაპირისპირებას შეძლებდნენ საქართველოში არ ცხოვრობენ Georgian News  Georgian News 
ექსპერტ დიმიტრი კაზნინის შეფასების თანახმად, „ის მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში სააკაშვილთან დაპირისპირებას შეძლებდნენ, საქართველოში არ ცხოვრობენ“. „იყო პატარკაციშვილი, რომელსაც, სხვათა შორის, ახლა პოლიტოლოგები ივანიშვილს უდარებენ, და ჩვენ ვიცით, რით დასრულდა ეს სევდიანი ისტორია - იგი დაიღუპა და დღემდე ბევრი დარწმუნებულია, რომ ლონდონში საიდუმლო ძალების დახმარებით“.
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:21 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 
 ვეფხვაძე: ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში კლიმატს შეცვლის Georgian News  Georgian News 
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციურ ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებისაგან“ ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა ქართველ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილით სათავეში ქართულ პოლიტიკაში კლიმატს შეცვლის. თუმცა, შესაძლოა შეიცვალოს დამოკიდებულებაც მის მიმართ. ამგვარად ვეფხვაძემ კომენტარი გაუკეთა ცნობილი ქართველი მილიარდერის ივანიშვილის განზრახვას შექმნას პარტია და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:20 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More...
 

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian