პოლიტიკა: წიკლაური ივანიშვილის განცხადებას „ამბიციური ადამიანის უნიჭო გაზეთის სტატიად“ მიიჩნევს | Georgian News | ||
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს ნუგზარ წიკლაურს ბიძინა ივანიშვილის განცხადება მიაჩნია „უნიჭო გაზეთის სტატიად ადამიანისა, რომელიც ავადმყოფური ამბიციებით არის შეპყრობილი“. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ივანიშვილი ის ადამიანია, რომელსაც სჯერა, რომ ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მათ შორის ქართული საზოგადოებისა. „ასეთი სტატიები ჩვენს ყვითელ პრესაში ასობითაა. ამ თვალსაზრისით ჩემი მოლოდინები გაცრუებული აღმოჩნდა. განცხადებაში მრავალი პასაჟია, რომლებიც ღიმილს იწვევს, შემდეგ ბევრია ის, რაც სიხარულის გამომწვევი არაა. ეს ადამიანია, რომელიც მთელ პოლიტიკურ სპექტრს ლანძღავს, და არა მხოლოდ მთავრობას. მთელ მედიას სპეცდანიშნულების რაზმს უწოდებს და ამბობს, რომ იგი მოღალატე და არაპრინციპულია. მაგრამ იგი ამით არ შემოიფარგლება და მთელ ქართულ საზოგადოებაზე ლაპარაკობს, რომ მას პოლიტიკური კულტურა არა აქვს, რაც ძალიან მძიმე ბრალდებაა. ასეთი აპოკალიპტიკური სურათის შემდეგ მისიონერულ ტონალობას იღებს და აცხადებს, რომ გადამრჩენელი თვითონაა“, - ამბობს წიკლაური. მისი თქმით, ყველა ელოდა, რომ გამოჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა, მაგრამ ამ მოლოდინებმა ფიასკო განიცადა. „ტელეკომპანიებთან ვაჭრობა კი ჰბადებს აზრს, რომ ეს ადამიანია, რომელსაც სჯერა, რომ ფულით ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი, მათ შორის ქართული საზოგადოებისა“, - განაცხადა დეპუტატმა და შეახსენა ბიძინა ივანიშვილს, რომ „საქართველო ქარავანი-ფარდული არ არის“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3602.html
| |||
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.