პოლიტიკა: რუსეთი ევროკავშირსა და ნატოში შესვლას არ აპირებს - პუტინი | World News | ||
რუსეთის ფედერაცია ევროკავშირსა და ნატოში შესვლას არ აპირებს, სამაგიეროდ ევროკავშირში თანამშრომლობის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა მესამე საინვესტიციო ფორუმის „რუსეთი გვეძახის!“ პლენარულ სესიაზე განაცხადა, იტყობინება „УКРИНФОРМ“-ის კორესპონდენტი. „ვაპირებთ თუ არა ნატოში, ევროკავშირში შესვლას? არა, არ ვაპირებთ“, - თქვა ბ. პუტინმა. მან დაამატა, რომ რუსეთის ფედერაციას საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დამოუკიდებლად შეუძლია. ამასთან, რუსმა პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ევროკავშირში ურთიერთობებს განავითარებს. კერძოდ, ააშენებს თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროკავშირში, შემდეგ კი ინტეგრაციულ პროცესებს განავითარებს. „ძირითად ამოცანდ ჩვენ ალიანსებში შესვლას არ ვაყენებთ. რუსეთის მთავარი ამოცანა საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობის დონის ამაღლებაა“, - დაამატა მან. როგორც სააგენტო იტყობინებოდა, მანამდე თავის სტატიაში „ახალი ინტეგრაციული პროექტი ევრაზიისთვის - მომავალი, რომელიც დღეს იბადება“ ვ. პუტინმა განაცხადა, რომ ევრაზიის კავშირი აგებული იქნება უნივერსალურ ინტეგრაციულ პრინციპებზე როგორც დიდი ევროპის განყოფელი ნაწილი. მან შეახსენა, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს რუსეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ საერთო ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე, ასევე ეკონომიკური საქმიანობის წესების კოორდინაციის შესახებ ზედაეროვნული სტრუქტურების შექმნის გარეშე. რუსეთმა ასევე შემოთავაზა თავისუფალი ვაჭრობის საერთო ზონის შექმნა, უვიზო რეჟიმის შემოღება და ინტეგრაციის უფრო განვითარებული ფორმებიც კი. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3596.html
| |||
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:22 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.