ეკონომიკა: პოპულარული ტელეარხი ათასობით სამუშაო ადგილს შეამცირებს | World News | ||
ბრიტანული ტელერადიოკომპანია „ბი-ბი-სი“ უახლოეს ხუთ წელიწადში ორი ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ შეტყობინებულია „ბი-ბი-სის“ საიტზე. შემცირებები კორპორაციის ხარჯების 20 პროცენტით შემცირების პროგრამის ფარგლებში ჩატარდება. როგორც „ბი-ბი-სის“ შეტყობინებაშია აღნიშნული, კომპანიის არც ერთი ტელეარხი არ დაიხურება, ხოლო გათავისუფლებული საშუალებები ახალ პროგრამებში იქნება ინვესტირებული. 2016 წელს კიდევ ათასი თანამშრომელი ლონდონის ოფისიდან გადავა წარმომადგენლობაში სოლფორდში. ამას გარდა, „ბი-ბი-სი“ აპირებს შეამციროს ბიუჯეტი სპორტული ღონისძიებებისა და გასართობი შოუების ჩვენების უფლებების შესყიდვაზე. 5 ოქტომბერს გაზეთმა The Financial Times დაწერა, რომ „ბი-ბი-სი“ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მასიურ დათხოვნებს მესამეჯერ ახორციელებს. 2005 წელს კომპანიამ 3700-ზე მეტი თანამშრომელი შეამცირა, 2007 წელს კი - კიდევ დაახლოებით 2800. ახლა კორპორაციაში დაახლოებით 23 ათასი ადამიანი მუშაობს. მიმდინარე წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ „ბი-ბი-სისთვის“ გამოყოფადი სუბსიდიები შეამცირა, კორპორაცია იძულებული იყო, ენობრივი სამსახურების ნაწილის დახურვაზე წასულიყო. კერძოდ, მუშაობა შეწყვიტა ალბანურმა, მაკედონიურმა, სერბულმა სამსახურებმა, ასევე აფრიკის მაუწყებელმა პორტუგალიურმა სამსახურმა და ინგლისურენოვანმა სამსახურმა კარიბის აუზის ქვეყნებისთვის. თავის მხრივ, თავად „ბი-ბი-სის“ თანამშრომლებს არა ერთხელ გამოუთქვამთ უკმაყოფილება ხელმძღვანელობის ქმედებებით. მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში ისინი დათხოვნების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად სადღეღამისო გაფიცვებს აწყობდნენ. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3600.html
| |||
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:26 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.