aspurcela.ge
გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 შოუ-ბიზნესი: დასახელდნენ მსოფლიო შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარი ქალბატონები World News  World News 
მომღერალი ლედი გაგა კვლავ მოხვდა შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარ ქალბატონთა სიაში ჟურნალ Forbes-ის ვერსიით. ამჯერად მომღერალმა მეორე ადგილი დაიკავა, მაშინ, როცა შარშან მას მხოლოდ მეოთხე ადგილი ხვდა წილად. 2010 წლის 1 მაისიდან 2011 წლის 1 მაისის ჩათვლით მასზე მეტი ფული მხოლოდ ტელეწამყვანმა ოპტა უნფრიმ გამოიმუშავა.



ჟურნალის დათვლებით, შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარმა ქალბატონმა საერთო ჯამში 290 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. მთლიანობაში კი უინფრის ქონება, რომელსაც აქვს საკუთარი ჟურნალი, რადიოსადგური და საკაბელო ტელევიზია, შეფასებულია 2.7 მლრდ დოლარად. აშშ-ში 400 უმდიდრეს ადამიანს შორის მას 139-ე ადგილი უკავია.


Forbesაღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უინფრი გართობათა ინდუსტრიის უმდიდრეს ქალბატონთა სიას ჩაუდგა სათავეში, ამ წელს მან ნაკლები შემოსავალი მიიღო, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში (მაშინ მისმა შემოსავალმა 315 მლნ დოლარი შეადგინა). Forbesუინფრის შემოსავლების კიდევ უფრო დიდ შემცირებას ვარაუდობს, რადგან 2011 წლის მაისში მან თავისი ტოკ-შოუ დახურა. სწორედ იგი იყო ტელეწამყვანის შემოსავლის ყველაზე დიდი სტატია.


როგორც ჟურნალი აღნიშნავს, თუ უინფრის შემოსავლები გააგრძელებს დაცემას, მაშინ მის ადგილას გაისად სიის სათავეში სხვა დაიკავებს. გამორიცხული არაა, რომ ეს ლედი გაგა იქნება. ამ სიაში იგი მეორე სტრიქონზე აღმოჩნდა, მიიღო რა 90 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი. ლედი გაგას შემოსავლის სტატიებს შორის არა მხოლოდ კონცერტებია, არამედ სარეკლამო კონტრაქტებიც, ასევე მისი ალბომების გაყიდვიდან შემოსული ამონაგები. ასე, მისი ბოლო დისკი „Born This Way“ პირველივე კვირას მილიონი ასლის რაოდენობით გაიყიდა.


შოუ-ბიზნესის უმდიდრეს ქალბატონთა სიაში მესამე ადგილი რეალითი-შოუ „ნიუ-იორკის ნამდვილი დიასახლისების“ ვარსკვლავმა ბეტენი ფრენკელმა დაიკავა. მან 55 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.


მეოთხე ადგილი გაიყვეს სუპერმოდელმა ჟიზელ ბუნდხენმა, ქანთრი-მომღერალმა ტეილორ სვიფტმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერტისმა და შოუ „მოსამართლე ჯუდის“ წამყვანმა ჯუდიტ შეინდლინმა. თითოეულმა მათგანმა 45 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.


შოუ-ბიზნესის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალბატონების ათეულში ასევე შევიდნენ მომღერალი კეტი პერი (44 მილიონი დოლარი), ბეიონსე (35 მილიონი დოლარი) და მომღერალი დანიელა სტილი (35 მილიონი დოლარი).


საერთო ჯამში წლის განმავლობაში შოუ-ბიზნესის 10 ყველაზე მდიდარმა ქალბატონმა 739 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3599.html
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:25 | News »
 

"შოუ-ბიზნესი: დასახელდნენ მსოფლიო შოუ-ბიზნესის ყველაზე მდიდარი ქალბატონები" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 November 2024
  • English Georgian