პოლიტიკა: ბიძინა ივანიშვილი რუსეთში თავის ბიზნესს ყიდის და რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს | Georgian News | ||
პოლიტიკაში მოსვლასთან ერთად ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საზოგადოებაში გაჩენილ ყველაზე შეკითხვას გასცეს პასუხი. „ჩემი კაპიტალის დაახლოებითი ნაწილი სხვადასხვა ბიზნესის სახით რუსეთში მდებარეობს. იმისათვის, რომ პოლიტიკაში ჩემს მოსვლასთან ერთად სხვადასხვა სახის შეკითხვები არ ჩნდებოდეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მე რუსეთში ჩემს ბიზნესს გავყიდი. ამავე მიზეზით რუსეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს ვამბობ და უახლოეს დღეებში რუსულ და ფრანგულ პასპორტებს ჩავაბარებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ ხსნის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას და აცხადებს: „მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მე პოლიტიკაში მოსვლას გამოვრიცხავდი. მიმაჩნდა, რომ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, დამატებითი ვალდებულებებისაგან თავისუფალი, მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ დღევანდელმა პოლიტიკურმა სიტუაციამ მაიძულა შეხედულებები შემეცვალა. ხანგრძლივი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა. დავრწმუნდი, რომ ოპოზიციის მხოლოდ ფინანსური დახმარებით პოლიტიკური პროცესების კორექტურად მართვა და ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. გარწმუნებთ, რომ დიდი ძალისხმევის გაჩენა მომიწია, რათა ეს გადაწყვეტილება მიმეღო. ამასთან ერთად, ვაღიარებ, რომ ჩემი პოლიტიკური ოპონენტებისათვის ეს განმარტებები საკმარისი არ იქნება და კარგად ვხვდები იმასაც, რომ მე დარჩენილი ცხოვრება დამჭირდება იმისათვის, რათა საზოგადოებრიობა ჩემს გულწრფელობაში დავარწმუნო“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3598.html
| |||
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:25 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.