Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| აუცილებლობის შემთხვევაში თურქეთი მზადაა სირიასთან ომი დაიწყოს | | World News |
რეგიონთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას ანკარა უცხო რჩევების გარეშე იღებს, ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში თურქეთი მზადაა, ომი დაიწყოს სირიასთან, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ. მინისტრის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა აცხადებს, რომ თურქეთი დასავლეთის თანხმობით მოქმედებს, თუმცა ეს ასე არ არის, რამდენადაც ანკარა დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს.
|
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:26 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| პოპულარული ტელეარხი ათასობით სამუშაო ადგილს შეამცირებს | | World News |
ბრიტანული ტელერადიოკომპანია „ბი-ბი-სი“ უახლოეს ხუთ წელიწადში ორი ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ შეტყობინებულია „ბი-ბი-სის“ საიტზე. შემცირებები კორპორაციის ხარჯების 20 პროცენტით შემცირების პროგრამის ფარგლებში ჩატარდება. როგორც „ბი-ბი-სის“ შეტყობინებაშია აღნიშნული, კომპანიის არც ერთი ტელეარხი არ დაიხურება, ხოლო გათავისუფლებული საშუალებები ახალ პროგრამებში იქნება ინვესტირებული.
|
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:26 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| კაზნინი: ის მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც სააკაშვილთან დაპირისპირებას შეძლებდნენ საქართველოში არ ცხოვრობენ | | Georgian News |
ექსპერტ დიმიტრი კაზნინის შეფასების თანახმად, „ის მსხვილი ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში სააკაშვილთან დაპირისპირებას შეძლებდნენ, საქართველოში არ ცხოვრობენ“. „იყო პატარკაციშვილი, რომელსაც, სხვათა შორის, ახლა პოლიტოლოგები ივანიშვილს უდარებენ, და ჩვენ ვიცით, რით დასრულდა ეს სევდიანი ისტორია - იგი დაიღუპა და დღემდე ბევრი დარწმუნებულია, რომ ლონდონში საიდუმლო ძალების დახმარებით“.
|
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:21 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ვეფხვაძე: ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში კლიმატს შეცვლის | | Georgian News |
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ოპოზიციურ ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებისაგან“ ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ახალი პოლიტიკური ძალა ქართველ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილით სათავეში ქართულ პოლიტიკაში კლიმატს შეცვლის. თუმცა, შესაძლოა შეიცვალოს დამოკიდებულებაც მის მიმართ. ამგვარად ვეფხვაძემ კომენტარი გაუკეთა ცნობილი ქართველი მილიარდერის ივანიშვილის განზრახვას შექმნას პარტია და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
|
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:20 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
|