პოლიტიკა: აუცილებლობის შემთხვევაში თურქეთი მზადაა სირიასთან ომი დაიწყოს | World News | ||
რეგიონთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას ანკარა უცხო რჩევების გარეშე იღებს, ამიტომ აუცილებლობის შემთხვევაში თურქეთი მზადაა, ომი დაიწყოს სირიასთან, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ. მინისტრის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა აცხადებს, რომ თურქეთი დასავლეთის თანხმობით მოქმედებს, თუმცა ეს ასე არ არის, რამდენადაც ანკარა დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. 5-13 ოქტომბერს თურქეთის შეიარაღებული ძალები სირიასთან საზღვარზე ჰატაის ადგილას სწავლებებს გადიან, განაცხადა მანამდე ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა. სწავლებებში სახმელეთო ჯარების შემადგენლობიდან 730 სამხედრო მსახური და 40 ერთეული ტექნიკა მონაწილეობს. სწავლებათა მსვლელობაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რეჯეპ ტაიიპი 9 ოქტომბერს სირიელ ლტოლვილთა ბანაკს მოინახულებს, რომელიც ჰატაიში მდებარეობს. მოსალოდნელია, რომ იქ ერდოგანი სირიაში მოვლენების თაობაზე სერიოზული განცხადებებს გააკეთებს. სირიის ხელისუფლებებმა არა ერთხელ მოახდინეს უსაფრთხოების ძალების კონცენტრაცია თურქეთთან საზღვარზე მდებარე რეგიონებში თურქეთში სირიელების მასიურ გაქცევასთან დაკავშირებით დაწყებული მღელვარებების შემდეგ. სირიული ქვედანაყოფები, მათ შორის ტანკები, სასაზღვრო ხაზს 500 მეტრამდე მანძილზე უახლოვდებოდნენ. თურქეთში გამოთქმული ვარაუდებით, სირიის ჯარები მოსაზღვრე ტერიტორიაზე აწარმოებდნენ იმ სამხედრო მსახურ-მტრის მხარეზე გადასულთა დაჭერის ოპერაციას, რომლებიც თურქეთში შეღწევას ცდილობდნენ. ადრე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა სირიის მიერ საზღვართან უშუალო სიახლოვეში სამხედრო ოპერაციების ჩატარებასთან დაკავშირებით და გააფრთხილა სირიული მხარე მსგავსი ქმედებების საშიშროებაზე. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3601.html
| |||
Posted by Drakula | 07 Oct 2011, 19:26 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.