 Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| ბერლუსკონის ეპოქა შესაძლოა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდეს | | World News |
იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ მმართველი კოალიციის საკვანძო პარტნიორთან გააფორმა საიდუმლო შეთანხმება იმაზე, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ან 2012 წლის იანვარში გადადგება, ხოლო მარტში ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება, შეატყობინეს ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, იტალიურმა გაზეთებმა „ლა რეპუბლიკა“ და „ლა სტამპა“. გაზეთების მონაცემებით, შესაბამისი შეთანხმება მიღწეულ იქნა ოთხშაბათს ღამით ბერლუსკონისა და პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერთან უმბერტო ბოსისთან მოლაპარაკებების მსვლელობაში. ოფიციალური დადასტურება რაიმე შეთანხმების მიღწევის შესახებ არ შემოსულა.
|
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 20:02 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| „სარაჯიშვილმა“ ონიშენკო მორიგ ტყუილში გამოიჭირა | | Business & Economics |
რუსეთის ფედერაციის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს რწმუნებით, კომპანია „სარაჯიშვილმა“ ოფიციალურად მიმართა „როსპოტრებნადზორს“ მისი პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ განაცხადით. კერძოდ, საუბარია კონიაკების მიწოდებაზე. თუმცა, თავად კომპანია „სარაჯიშვილში“ გენადი ონიშენკოს განცხადებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ.
|
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 19:55 | comments | ეკონომიკა | Score: 0 | Read More... |
|
| ივანიშვილი: ჩემგან სასწაულებს არ ელოდოთ | | Georgian News |
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმს მორიგი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ნინო ჟუჟულაშვილს. ინტერვიუს დროს ბიზნესმენმა ხალხს მიმართა და თქვა, რომ მისგან სასწაულებს არ უნდა ელოდონ. ივანიშვილმა კომენტარი გაუკეთა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს და აღნიშნა, რომ მთავრობამ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო.
|
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 19:54 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
| არკადი დვორკოვიჩი: საქართველო რუსეთს მსო-სთან დაკავშირებით არარეალურ მოთხოვნებს უყენებს | | World News |
რუსეთის მსო-ში შესვლასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე საქართველო მიუღებელ მოთხოვნებს აყენებს, რომლებზედაც რუსეთს ფედერაცია არასდროს წავა, განაცხადა პრეზიდენტის დამხმარემ არკადი დვორკოვიჩმა, იუწყება “GHN“. „ჩვენ საქართველოსთან მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია. ამასთან, ჩვენი მეზობლების მიერ წაყენებული მოთხოვნები მსო-ს მოთხოვნებს არ ეხება, არამედ სულ სხვა რაღაცას ეხება, იმას, რაზეც ჩვენ ვერასდროს წავალთ“, - თქვა დვორკოვიჩმა ფორუმზე „ფინური ბიზნესი მოსკოვში“, გადმოსცემს „ბი-ბი-სი“.
|
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 19:23 | comments | პოლიტიკა | Score: 0 | Read More... |
|
|