ეკონომიკა: „სარაჯიშვილმა“ ონიშენკო მორიგ ტყუილში გამოიჭირა | Business & Economics | ||
რუსეთის ფედერაციის მთავარი სახელმწიფო სანიტარული ექიმის გენადი ონიშენკოს რწმუნებით, კომპანია „სარაჯიშვილმა“ ოფიციალურად მიმართა „როსპოტრებნადზორს“ მისი პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ განაცხადით. კერძოდ, საუბარია კონიაკების მიწოდებაზე. თუმცა, თავად კომპანია „სარაჯიშვილში“ გენადი ონიშენკოს განცხადებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ. როგორც „ინტერპტრესნიუსს“ აღნიშნული კომპანიის ტექნოლოგიისა და ხარისხის დირექტორმა დავით აბზიანიძემ განუცხადა, სავარაუდოდ, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. „სარაჯიშვილის“ კომერციული დირექტორის გიორგი შერვაშიძის თქმით კი ბოლოს კომპანიამ ასეთი განაცხადი 2006 წელს შეიტანა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, „როსპოტრებნადზორს“ შეუძლია „მწვანე შუქი“ მისცეს რუსეთში ქართული კონიაკის მიწოდებებს, რომელსაც კომპანია „სარაჯიშვილი“ აწარმოებს. „ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოფიციალურად მოგვმართა, გახლავთ სს „სარაჯიშვილი“. ეს კოპანია მზად არის რუსულ ბაზარზე თავისი კონიაკების მისაწოდებლად“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3748.html
| |||
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 19:55 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.