ეკონომიკა: 2012 წლის აჭარის ბიუჯეტის პროექტი 115 მლნ 585 ათას ლარად განისაზღვრა | Business & Economics | ||
გუშინ, 25 ოქტომბერს, გამართულ აჭარის სამთავრობო სხდომაზე განიხილეს 2012 წლის რეგიონის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც 115 მილიონ 585 ათას ლარად განისაზღვრა. მნიშვნელოვანია, რომ 2012 წლიდან აჭარის მაღალმთიანი რაიონების სკოლები მთლიანად იქნება დაკომპლექტებული უცხო ენოვანი პედაგოგებით. 40 მასწავლებელი ხელფასზე დანამატს მიიღებს 300 ლარის ოდენობით. ისინი ასევე საცხოვრებელი ადგილით იქნება უზრუნველყოფილი. ბიუჯეტის პროექტის შესაბამისად, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება დაახლოებით 2.5 მილიონი ლარით გაიზრდება და 6 მილიონს გადააჭარბებს. გაისად უწყება 13 პროგრამას განახორციელებს. ახალი პროგრამების მიხედვით, სახელმწიფო 70-100 ათასი ქულის მქონე მოსახლეობას დაუფინანსებს ჰოსპიტალიზაციის, მშობიარობის, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობისა და ოპერაციის ხარჯებს. მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის განცხადებით, ბიუჯეტი მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული და მოქალაქეთა ინტერესებს ითვალისწინებს. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3746.html
| |||
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 19:53 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.