მეცნიერება-ტექნოლოგიები: ოკეანეოლოგებმა მარიანის ღრმულის ფსკერზე უცნაური არსებები აღმოაჩინეს | World News | ||
მეცნიერებმა სკრიფსის ინსტიტუტიდან (აშშ) მარიანი ღრმულის ფსკერზე უცნაური ცოცხალი არსებები აღმოაჩინეს. შეგახსენებთ, რომ აქ სიღრმე რეკორდულ 11 კილომეტრს აღწევს. მეცნიერებმა ფლორისა და ფაუნის ნიმუშები შეაგროვეს და ისინი ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ნიმუშების შესწავლის რამდენიმე თვე ტყუილად არ ჩავლილა - მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ 10.6 კილომეტრის სიღრმეზე ცოცხალი არსებები ბინადრობენ. ასეთ სიღრმეზე არ არის სინათლე, ძალიან მაღალი წნევაა და თითქმის არ არსებობს ჟაგბადი, თუმცა მეცნიერთა მიერ აღმოჩენილ ორგანიზმებს ასეთ, ჭეშმარიტად ექსტრემალურ პირობებშიც შეუძლიათ არსებობა. კერძოდ, ოკეანოლოგებმა იპოვეს გიგანტური ამებები, რომლებსაც აქამდე არაუმეტეს 7.5 კილომეტრის სიმღრმეზე პოულობდნენ. შეგახსენებთ, რომ ამება გახლავთ ერთუჯრედიანი ცოცხალი არსება, რომელთა დანახვაც მხოლოდ მიკროსკოპის საშუალებით შეიძლება, თუმცა მეცნიერთა მიერ ღრმულის ფსკერზე აღმოჩენილი ამებები, რომლებსაც ქსენოფიოფორები უწოდეს, ზომაში 10 სანტიმეტრს აღწევენ. ექსპედიციის ხელმძღვანელის დუგ ბარტლეტის თქმით, მეცნიერთა აღნიშნული გამოკვლევა აჩვენებს, რომ ეს არსებები საცხოვრებელ გარემოს წარმოადგენს სხვადასხვა მრავალუჯრედიანი ორგანიზმებისათვის. ამას გარდა, ოკეანოლოგთა სამუშაო მეცნიერებს თვალწინ შემდგომი შესწავლისთვის ახალ სამყაროს უშლის. ამებების გარდა, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებისა და კამერების საშუალებით მეცნიერებმა სხვა ცოცხალი ორგანიზმების აღბეჭდეს, თუმცა ჯერჯერობით მათი იდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3744.html
| |||
Posted by Drakula | 25 Oct 2011, 19:25 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 10 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.