პოლიტიკა: ბერლუსკონის ეპოქა შესაძლოა მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდეს | World News | ||
იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ მმართველი კოალიციის საკვანძო პარტნიორთან გააფორმა საიდუმლო შეთანხმება იმაზე, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში ან 2012 წლის იანვარში გადადგება, ხოლო მარტში ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება, შეატყობინეს ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, იტალიურმა გაზეთებმა „ლა რეპუბლიკა“ და „ლა სტამპა“. გაზეთების მონაცემებით, შესაბამისი შეთანხმება მიღწეულ იქნა ოთხშაბათს ღამით ბერლუსკონისა და პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერთან უმბერტო ბოსისთან მოლაპარაკებების მსვლელობაში. ოფიციალური დადასტურება რაიმე შეთანხმების მიღწევის შესახებ არ შემოსულა. არსებული მონაცემებით, ბერლუსკონი გადადგომას დათანხმდა იმის სანაცვლოდ, რომ „ჩრდილოეთის ლიგა“ დათანხმდება იტალიაში საპენსიო ასაკის გაზრდას: იგი 67 წლამდე უნდა გაიზარდოს. ბერლუსკონის შესაძლო გადადგომა ფართოდ განიხილებოდა იტალიურ მედიაში 25 ოქტომბერს. ბერლუსკონი დაჟინებით მოითხოვდა საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდას, თუმცა „ჩრდილოეთის ლიგა“ ამის წინააღმდეგ გამოდიოდა. გაზეთ „კორიერე დელა სერას“ აზრით, ბერლუსკონის გადადგომის შემთხვევაში კაბინეტს სათავეში შესაძლოა ჩაუდგეს მინისტრთა საბჭოს მდივანი ჯანი ლეტა ან სენატის თავმჯდომარე რენატო სკიფანი. გუშინ, 25 ოქტომბერს, ბერლუსკონი იტალიის პრეზიდენტ ჯორჯო ნაპოლიტანოს შეხვდა და მთავრობაში უთანხმოებების შესახებ შეატყობინა. ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, პრემიერი ბრიუსელში ევროზონის სამიტზე გაემგზავრა, თუმცა მან მთავრობასთან ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერისა და იტალიის სახელმწიფო ვალის შემცირების ზომების შეთანხმება ვერ მოახერხა. იტალიური მედიის შეტყობინებებით, ბერლუსკონი ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, ბრიუსელში სამიტზე იტალიური ეკონომიკის ზრდის მხარდაჭერისა და ბიუჯეტის კონსოლიდაციის გეგმების წარმოდგენას ისურვებდა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3752.html
| |||
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 20:02 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.