პოლიტიკა: ივანიშვილი: ჩემგან სასწაულებს არ ელოდოთ | Georgian News | ||
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმს მორიგი ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ნინო ჟუჟულაშვილს. ინტერვიუს დროს ბიზნესმენმა ხალხს მიმართა და თქვა, რომ მისგან სასწაულებს არ უნდა ელოდონ. ივანიშვილმა კომენტარი გაუკეთა მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ფაქტს და აღნიშნა, რომ მთავრობამ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღო. „ისინი დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს იღებენ. მე პასპორტი შიშის საფუძველზე ჩამომართვეს. ეს ფაქტი იმას მოწმობს, რომ მათ დაგეგმვა და მომავალში ყურება არ შეუძლიათ. თუ მათ ასეთი მეთოდით ჩემი არჩევნებში მონაწილეობის გამორიცხვა სურთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ასეთი არჩევნები ლეგიტიმური არ იქნება. სააკაშვილს, ასეთი გადაწყვეტილების მიღებით, თავისი გუნდის დაშლისა შეეშინდა“, - განაცხადა ივანიშვილმა. მისივე თქმით, იგი პოლიტიკაში ნაწილობრივ მოუმზადებელი მოვიდა. ივანიშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩის ბასის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი და ხაზი გაუსვა, რომ მან სწორად შეაფასა სიტუაცია. შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის პრეს-კონფერენცია პირველი ნოემბრისთვის არის დანიშნული. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3747.html
| |||
Posted by Drakula | 26 Oct 2011, 19:54 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.