მეცნიერება-ტექნოლოგიები: ენერგეტიკული სასმელები ორგანიზმისთვის საშიშია | World News | ||
ენერგეტიკების ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი ბაზარია. მხოლოდ შეერთებულ შტატებში მიმდინარე წლის ბოლოსათვის ენერგეტიკების გაყიდვები 9 მილიარდი დოლარს მიაღწევს. მედიკოსები არა ერთხელ იძლეოდნენ გაფრთხილებას აღნიშნული სასმელების საშიშროების შესახებ, აღნიშნავს Chiroeco.com. საქმე კი ინგრედიენტებშია. ჯერ ერთი, ენერგეტიკები დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ზოგიერთში მისი შემცველობა 100 გრამს აღწევს. ამ დროს კი, რეკომენდებული დოზა დღეში 22 გრამია. ამას გარდა, საშიშროებას წარმოადგენს კოფეინი, ტაურინი, ჟენშენი, რომლებიც გამამხნევებელ ეფექტს, ამაღლებულ წნევას იძლევა და ნეგატიურად აისახება ძილის რეჟიმზე. თუმცა, ძალიან ცოტამ იცის, რომ ენერგეტიკებს ტაქიკარდიის, სუნთქვასთან დაკავშირებული სირთულეების, ეპილეპტიკური შეტევების, არითმიის, ალერგიისა და ლეტალური შედეგის გამოწვევაც კი. მაგალითად, საფრანგეთში ენერგეტიკის მხოლოდ ოთხმა ქილამ 18 წლის სპორტსმენის სიკვდილი გამოიწვია. გარდა ამისა, ენერგეტიკები შარდსადენ საშუალებებს განეკუთვნება. თუ მივიღებთ ყურადღების ქვეშ, რომ ყველა ადამიანი წყალს სათანადო მოცულობით არ იღებს, ენერგეტიკებს გაუწყლოების პროვოცირება შეუძლია. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3814.html
| |||
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:31 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.