aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერები: მსოფლიოს ელის ექსტრემალური ზამთრები ანომალიებითა და სტიქიებით World News  World News 
მსოფლიო მეცნიერები ზამთრის თვეებში უფრო ექსტრემალურ ამინდს პროგნოზირებენ. მოვლენები, რომლებიც ადრე უჩვეულო იყო, ხშირი გახდება, იუწყება “GHN“. გამორიცხული არ არის, რომ მომავალი ზამთარი ერთ-ერთი ბოლო ნორმალური ზამთარი გახდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვითამაშოთ თოვლის გუნდებით, ვიკატაოთ თხილამურებსა და მარხილზე. ამასთან ერთად, ამ დღეებში გამოქვეყნდა კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათშორისი ჯგუფის მოხსენება, რომლიდან გამომდინარე დედამიწა ადამიანის საცხოვრებლად სულ უფრო პრობლემური ადგილი ხდება, ხოლო ამინდი, მათ შორის ზამთრის ამინდი, უკიდურესობებში ვარდნას იწყებს, გადმოსცემს NEWSru.comРБК daily-ზე დაყრდნობით.



შედეგების ერთ-ერთი მტკიცებულების სახით მეცნიერებს მოჰყავთ თოვლიანი შტორმის ფაქტი აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რომელიც ჰელოუინამდე ერთი დღით ადრე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ინტენსიურმა თოვლიანობამ ადამიანების მსხვერპლი, რეგიონში საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სირთულეები, ასევე ელექტრობასთან დაკავშირებული შეფერხებები გამოიწვია.


NASA-ს კლიმატოლოგის გევინ შმიდტის აზრით, ნალექების ვარდნის კატასტროფული დონე კაცობრიობისთვის ნამდვილი უბედურება გახდება უახლოეს ათწლეულებში. ასე, ძლიერი კოკისპირული წვიმები, რომლებიც ადრე 20 წელიწადში ერთხელ თუ აღინიშნებოდა, ახლა, დიდი ალბათობით, ერთი ათწლეულის განმავლობაში დაახლოებით ორჯერ მოხდება.


მოხსენებაში ნათქვამია, რომ მომავალში კლიმატური ცვლილებები იმდენად სერიოზული შეიძლება იყოს, რომ პლანეტის ზოგიერთი ნაწილი ადამიანების არსებობისათვის უკიდურესად მძიმე გახდება. მეცნიერებს შორის პრაქტიკულად ეჭვს არ იწვევს (მათი შეფასებებით, ალბათობა 99%-ს უდრის), რომ სამყარო იქნება უფრო ექსტრემალური - მასში უფრო მეტი სითბო იქნება. სიცხის ტალღის უდიდესი მაჩვენებლები ხუთი გრადუსით მეტი გახდება საუკუნის შუა წლებისთვის, ხოლო საუკუნის დასასრულისთვის - ცხრა გრადუსით მეტი.


რუსი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მყინვარების დნობის გამო ცივი წყალი გოლფსტრიმს უკან ახევინებს, რაც ძალიან ცივ ზამთრებს გამოიწვევს.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3819.html
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:30 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერები: მსოფლიოს ელის ექსტრემალური ზამთრები ანომალიებითა და სტიქიებით" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 November 2024
  • English Georgian