aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: საბერძნეთი შესაძლოა პირველი მერცხალი აღმოჩნდეს ევროკავშირის დაშლაში World News  World News 
ევროკომისიამ განკარგულება გასცა მოქმედებათა გეგმის შემუშავებაზე იმ შემთხვევისთვის, თუ საბერძნეთი ევროზონიდან გამოვა. ამის შესახებ „იტარ-ტასისთვის“ ცნობილი გახდა დღეს, 4 ნოემბერს, დიპლომატიური ევროპული წრეებიდან. „ის, რაც ადრე შეუძლებელი ჩანდა, კერძოდ კი, ევროზონიდან წევრი ქვეყნის გამოსვლა, ახლა განიხილება როგორც რეალური ვარიანტი“, - აღნიშნა „იტარ-ტასთან“ საუბრისას ევროკავშირის თანამშრომელმა. მისი თქმით, მოხსენების ძირითადი დებულებები უკვე წარუდგინეს ევროზონის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს დღეს ღამით კანში „კონსულტაციების ფარგლებში“.



„ევროზონაში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა მას მერე, რაც გასულ ორშაბათს საბერძნეთს მთავრობის უფროსმა გეორგიოს პაპანდრეუმ ევროკავშირის დახმარების პროგრამის მიხედვით რეფერენდუმის ჩატარების განზრახვის შესახებ განაცხადა, - შენიშნა მან. - მაშინ ბევრისთვის გახდა აშკარა: საბერძნეთი სასტაბილიზაციო პირობების ფარგლებში იმდენად მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სირთულეებს შეეჯახა, რომ შესაძლებელია მისი ევროზონიდან გამოსვლა“.


გასულ ოთხშაბათს, კანში უმაღლეს დონეზე ფრანკო-გერმანული კონსულტაციების დასრულებისთანავე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროზონის სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მასში ცალკეული ქვეყნის, კერძოდ კი, საბერძნეთის ყოფნა.


ნიკოლა სარკოზიმ, თავის მხრივ, შენიშნა, რომ ევროზონამ „იჩქარა“, მიიღო რა თავის რიგებში საბერძნეთი, რომელიც „ევროსთვის მზად არ ყოფილა“.


ევროკავშირის ფუძემდებელი შეთანხმებები ევროზონიდან გასვლის პროცედურას არ ითვალისწინებს. ახლა სპეციალისტები ამგვარი ვარიანტის შესწავლას შეუდგნენ.


„იტარ-ტასის“ მიერ მიღებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ახალი სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ შეიქმნას მძლავრი თავდაცვითი ფინანსური ხაზი და არ იქნას დაშვებული ბაზრის კრიზისის ორბიტაში იტალიის სუვერენული ობლიგაციების ჩაბმა.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3823.html
Posted by Drakula | 04 Nov 2011, 19:34 | News »
 

"ეკონომიკა: საბერძნეთი შესაძლოა პირველი მერცხალი აღმოჩნდეს ევროკავშირის დაშლაში" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 November 2024
  • English Georgian