aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: მდიდარი ქვეყნების მაცხოვრებლები პესიმისტები აღმოჩნდნენ World News  World News 
იმ ქვეყნების მაცხოვრებლები, რომლებშიც დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობა ცხოვრობს, უფრო ოპტიმისტურები არიან, ვიდრე მდიდარი სახელმწიფოების მოქალაქეები. ამას კვლევით ცენტრ Globescan-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოწმობს. გამოკვლევის მსვლელობაში 25 ქვეყანაში მცხოვრები 25 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხეს.



ყველაზე პესიმისტურები საფრანგეთის, იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები აღმოჩნდნენ. ამ ქვეყნების მაცხოვრებელთა 10 პროცენტზე ნაკლები „უკეთესი დროის“ დადგომის მოლოდინშია. მოქალაქეთა ნახევარზე მეტს მიაჩნია, რომ სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება. აშშ-ში მოსახლეობის 16 პროცენტი ოპტიმიზმს ინარჩუნებს. მდიდარ ქვეყნებს შორის გამონაკლისი მხოლოდ გერმანია გახდა, სადაც მოსახლეობის 36 პროცენტი დარწმუნებულია, რომ მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. გერმანელთა უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ „რაღაც იქნება უკეთესი, რაღაც კი - უარესი“.


ცხოვრების უფრო დაბალი დონის ქვეყნებში კი მოსახლეობა, პირიქით, დადებით ცვლილებებს ელოდება. ასე, ჩინეთში მოსახლეობის 51 პროცენტი ოპტიმიზმს ინარჩუნებს. გამოკვლევაში მონაწილე ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანაში - ნიგერიაში - მოქალაქეთა 70-ზე მეტი პროცენტი „უკეთესი დროის დადგომას“ ელოდება. განვითარებად ქვეყნებს შორის გამონაკლისი პაკისტანია, სადაც ოპტიმისტთა რიცხვი პესიმისტთა რაოდენობას უთმობს.


გამოკვლევა 2011 წლის ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით ტარდებოდა. როგორც BBC აღნიშნავს, გამოკითხვა თვალსაჩინოდ აჩვენებს მსოფლიო ეკონომიკის ტენდენციებს. იმ დროს, როცა განვითარებადი ქვეყნები ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს ინარჩუნებს, მდიდარ სახელმწიფოებში რეცესიაა გაბატონებული.


ასე, 2011 წელს აშშ-ის ეკონომიკის პროგნოზირებადი ზრდა (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის თანახმად) გახლავთ 1.7 პროცენტი, ევროზონისა - 1.6 პროცენტი. მაშინ, როცა ჩინეთის მშპ-ის ზრდის პროგნოზი არანაკლებ 9 პროცენტია.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3815.html
Posted by Drakula | 03 Nov 2011, 20:31 | News »
 

"ეს საინტერესოა: მდიდარი ქვეყნების მაცხოვრებლები პესიმისტები აღმოჩნდნენ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 November 2024
  • English Georgian