პოლიტიკა: მერკელს მესამე ვადაზე დარჩენა სურს | ![]() | World News | |
![]() რაც შეეხება მერკელის პარტიის კონკურენტებს - გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტიის (გსდპ) წარმომადგენლებს, კანცლერმა იმის დარწმუნებულობა გამოთქვა, რომ არჩევნებზე სოციალ-დემოკრატები კანდიდატურებს დროულად წამოაყენებენ. „მე გამოვდინარეობ იქიდან, რომ გსდპ დროულად მიიღებს გადაწყვეტილებებს ყველა აუცილებელი საკითხის მიხედვით. მეც სათანადოდ ვიმოქმედებ“, - თქვა მან. მერკელს გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობა 2005 წლიდან უკავია. პირველი ვადის განმავლობაში კანცლერი მერკელი თავისი პარტიისა და სოციალ-დემოკრატების პარტიისაგან შემდგარ ე. წ. „დიდ კოალიციას“ ედგა სათავეში. 2009 წლის არჩევნების შედეგებით, მმართველი კოალიციის მოდიფიკაცია შეიცვალა, თუმცა მერკელი კვლავინდებურად კანცლერად რჩება. ამჟამად ქვეყანას მერკელის პარტიისა და გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიისაგან შემდგარი კოალიცია მართავს. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 2013 წელს ჩატარდება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3887.html
| |||
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 19:47 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.