aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 გარემო: კლიმატოლოგები: დროა, კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან შეთვისება დავიწყოთ World News  World News 
33 ქვეყნის კლიმატოლოგები მოუწოდებენ კაცობრიობას, სერიოზულად დაიწყოს გლობალური კლიმატის უკვე გარდაუვალ ცვლილებებთან სერიოზულად შეთვისება. ასეთია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პრობლემების“ მთავარი შედეგი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრში მოსკოვში დასრულდა.



„კონფერენცია აზრების დისპერსიით, მათი მრავალფეროვნებით იყო საინტერესო, - მოიყვანა სამეცნიერო ფორუმის დასკვნები „ИТАР-ТАСС“-ის კორესპონდენტთან საუბრისას „როსგიდრომეტის“ უფროსმა ალექსანდრე ალექსანდრე ფროლოვმა. - მრავალი საკითხის მიხედვით აზრები ემთხვეოდა და, უწინარეს ყოვლისა, იმაში, რომ აუცილებელია კლიმატის ცვლილებებთან შეთვისების სტრატეგიის შემუშავება ეროვნულ დონეებზე. დღესდღეობით ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი სტრატეგია არის, მაგრამ მრავალ მათგანში ამ საკითხს დღის პოლიტიკურ წესრიგშიც კი არ სვამენ. ზოგიერთს კი არც კი ესმის იმ საფრთხეებისა, რომლებიც მათ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ემუქრება“.


ამასთან ერთად, ასეთი სტრატეგიები სწორედ ეროვნულ დონეებზე უნდა იქმნებოდეს, ხაზი გაუსვა ალექსანდრე ფროლოვმა, ვინაიდან ჩვენი პლანეტის კლიმატში საერთო მხოლოდ მისი ცვლილების, უფრო ზუსტად კი - გლობალური დათბობის დამტკიცებული ტენდენციებია. ხოლო ის, თუ რისი გამოწვევა შეუძლია ამ ტენდენციებს, პრობლემაა თუ არა ინდიციდუალური ყოველი სახელმწიფოსთვის, მაგრამ რეგიონალური მაინც. მაგალითად, ერთ ადგილას გლობალური დათბობა გვალვას გამოიწვევს, მეორეში - გადაჭარბებულ ტენიანობას. „საერთო, უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს, ამიტომ ასე მნიშვნელოვანია, რომ სამეცნიერო საზოგადოება უფრო ღრმად იყოს დაკავებული აღნიშნული თემებით და ურთიერთმისაღებ აზრამდე მიდიოდეს“, - ხაზი გაუსვა „როსგიდრომეტის“ უფროსმა. მაგრამ მიდგომა უნდა იყოს სისტემური, უფრო ზუსტად კი, ეკოსისტემური, დაამატა მან. „ნებისმიერი ეკონომიკური პროექტის ღირებულებაში ეკოლოგიური შემადგენელი უნდა შედიოდეს“, - განმარტა ფროლოვმა.


კონფერენციის გადაწყვეტილებები ექსპერტთა მთავრობათშორის ჯგუფში, ასევე ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის დასაწყისში დურბანში გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის შეხვედრაზე იქნება წარმოდგენილი.


ორგანიზატორთა მონაცემებით, მოსკოვში კლიმატოლოგთა ფორუმზე 33 ქვეყნის 600-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3889.html
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:01 | News »
 

"გარემო: კლიმატოლოგები: დროა, კლიმატის გლობალურ ცვლილებებთან შეთვისება დავიწყოთ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian