aspurcela.ge
გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: აზია ამერიკას „ულტრამდიდრების“ რიცხვის მიხედვით გაუსწრებს World News  World News 
მეგამდიდარი მოქალაქეების რიცხვის მიხედვით, რომელთა ქონება 30 მლნ აშშ დოლარს აღემატება, ჩრდილოეთი ამერიკა მსოფლიო რეკორდსმენი კიდევ 20 წლის განმავლობაში დარჩება. 2032 წლისთვის ლიდერი აზია გახდება, ნათქვამია სინგაპურის კონსალტინგურ კომპანია Wealth-X-ის გამოკვლევაში. როგორც სააგენტო Bloomberg იტყობინება, ამჟამად იმ მდიდარი ამერიკელების რიცხვი, რომელთა ქონება ფასდება როგორც „ულტრამაღალი“, 62 960 ათასს შეადგენს. ევროპაში მკვლევარებმა 65 325 ათასი, ხოლო აზიაში - 42 625 ათასი მდიდარი ადამიანი დაითვალეს. ანალიტიკოსთა პროგნოზის თანახმად, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი ევროპას უკვე 2024 წელს, ხოლო ამერიკას - 2032 წელს გაუსწრებს.



„ამჟამად ჩრდილოეთ ამერიკა ასე შორს ინდივიდუალური მეწარმეობის წყალობით იმყოფება“, - მიაჩნია Wealth-X-ის უფროსს მიკოლას რამბუსს. „აზიელ მილიონერებს რაღაც დრო სჭირდებათ, რათა თავიანთი ქონება ასეთ დონემდე მიიყვანონ, მაგრამ როდესაც ეს მოხდება, ისინი მუდმივი მსოფლიო ლიდერები გახდებიან“, - განაცხადა მან.


როგორც კომპანიის ანგარიშშია ნათქვამი, მილიარდერთა რიცხვის მიხედვით ჩინეთსა და ინდოეთს მხოლოდ სამი ამერიკული შტატი - კალიფორნია, ნიუ-იორკი და ტექასი უსწრებს. აზიაში მდიდარი ადამიანების ყველაზე სწრაფი ნაზარდი ჩინეთში ხდება და, როგორც ექსპერტები ამტკიცებენ, ეს უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების რიცხვის ზრდის შედეგია, რომლებიც საკუთარ ბიზნესს ხსნიან. ამჟამად ქვეყანას შეუძლია 150 მილიარდერით დაიტრაბახოს.


აშშ-ში კი მსოფლიოს მილიარდერთა საერთო რიცხვიდან, რომელმაც 2011 წელს 1 235 ათასს მიაღწია, 455 ცხოვრობს.


მიმდინარე წლის ივლისში კომპანია Boston Consulting Group-მა მსოფლიოში 12.5 მლნ ოჯახი დაითვალა, რომელთა ქონება 1 მილიონ დოლარს აჭარბებს. ეს პლანეტის ოჯახური მეურნეობების 1%-ზე ნაკლებია, მაგრამ მათზე მსოფლიო სიმდიდრის 39% მოდის. შედარებისათვის, 2009 წელს ეს მაჩვენებელი 37%-ს უდრიდა.


BCG-ის მონაცემებით, რუსეთში 100 მლნ დოლარზე მეტი ოდენობის ქონება 561 ოჯახს აქვს, ერთ სულ მოსახლეზე მდიდრების რიცხვით ქვეყანა რეიტინგის კი პირველ 15 სახელმწიფოშიც კი არ შედის.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3892.html
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:02 | News »
 

"ეს საინტერესოა: აზია ამერიკას „ულტრამდიდრების“ რიცხვის მიხედვით გაუსწრებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 November 2024
  • English Georgian