პოლიტიკა: იტალია ბერლუსკონის გადადგომას მოესწრო | World News | ||
იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ქვეყნის პრეზიდენტს ჯორჯო ნაპოლიტანოს გადადგომის შესახებ თხოვნა გადასცა, რომელიც დაკმაყოფილებულ იქნა, იტყობინება „РБК“. ბერლუსკონიმ მთავრობის უფროსის თანამდებობის დატოვების დაპირება შეასრულა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის პარლამენტი ხმას მისცემს ბიუჯეტს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამბავს ბერლუსკონის გადადგომის შესახებ მისი ასობით მოწინააღმდეგე სიხარულით შეეგება: ისინი რომის ცენტრში შეიკრიბნენ, რათა „იტალიის გათავისუფლება“ ეზეიმათ. მანამდე პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონი, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციისკენ არის მიმართული. პარასკევს, 11 ნოემბერს, დოკუმენტმა მოწონება პარლამენტის ზედა პალატაშიც დაიმსახურა. ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბერლუსკონის შესაძლო მონაცვლე არის ყოფილი ევროკომისარი მარტიო მონტი. მონტის კანდიდატურასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნება მისი პოლიტიკური პროგრამის შესწავლისა და ახალი მთავრობის შემადგენლობის შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ. სილვიო ბერლუსკონი შუალედებით იტალიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს დაახლოებით 8 წელი ასრულებდა. ამ წლების განმავლობაში ქვეყანამ 1.9 ტრლნ ევროს ოდენობის ფანტასტიკური ვალი დააგროვა, ხოლო თავად მთავრობის უფროსი სკანდალების, მათ შორის სექსუალური სკანდალების მთელი სერიით აღინიშნა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3886.html
| |||
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 19:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.