მეცნიერება-ტექნოლოგიები: Apple-ს iPhone 4S-ისა და iPad 2-ის საწარმოებლად დეტალები არ აღმოაჩნდა | World News | ||
Apple 2011 წლის IV კვარტლისთვის iPhone 4S-ისა და iPad 2-ის შეკვეთების მოცულობას ამცირებს, რაც უკავშირდება მოწყობილობებზე იმაზე უფრო დაბალ მოთხოვნას, ვიდრე კომპანია იმედოვნებდა, ასევე მათი წარმოებისათვის აუცილებელი ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალის არარსებობას. ამის შესახებ იტყობინება DigiTimes Commercial Times-ზე მინიშნებით. კომპანიამ აცნობა თავის პარტნიორებს იმაზე, რომ მათ შეკვეთების ნაწილი 2011 წლის IV კვარტლიდან 2012 წლის I კვარტლისთვის გადაიტანონ, იტყობინებიან წყაროები ინდუსტრიაში. მათი თქმით, მიმდინარე წლის IV კვარტლისთვის iPhone 4S-ისა და iPad 2-ის შეკვეთების მოცულობა შესაძლოა 10-15%-ით შემცირდეს. აღსანიშნავია, რომ IV კვარტალში სამომხმარებლო მოთხოვნა, სეზონული ფაქტორის ზეგავლენის ქვეშ, როგორც წესი, ირზდება. ამიტომ ვენდორები მიწოდებათა მოცულობების გაზრდისკენ მიისწრაფვიან, რათა ფინანსური მაჩვენებლები გაზარდონ. iPhone 4S მაღაზიების თაროებზე 14 ოქტომბერს გამოჩნდა, ხოლო iPad 2 – 2011 წლის 11 მარტს. ორივე მოწყობილობამ გაყიდვების თვალსაზრისით თავიანთ წინამორბედებს გაუსწრეს. ასე, პირველ 3 დღეში 4 მილიონი iPhone 4S გაიყიდა, რაც აბსოლუტური რეკორდი არა მხოლოდ Apple-სთვის, არამედ მთლიანად ინდუსტრიისთვის გახდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3891.html
| |||
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:01 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.