მეცნიერება-ტექნოლოგიები: ფსიქიატრებმა სუიციდების წინასწარმეტყველება ისწავლეს | World News | ||
ამერიკელმა ფსიქიატრებმა შეიმუშავეს ტესტი, რომელიც სუიციდის მცდელობის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ იტყობინება Los Angeles Times. ანგარიში სპეციალისტთა ჯგუფის (კელი პოზნერის ხელმძღვანელობით კოლუმბიის უნივერსიტეტიდან) გამოკვლევის შესახებ გამოქვეყნდა The American Journal of Psychiatry-ში. გამოკვლევაში მონაწილეობისათვის შეირჩა 124 ამერიკელი მოზარდი, რომლებიც სიცოცხლის დასრულებას თვითმკვლელობით ცდილობდნენ, 312 მოზარდი გამოვლენილი დეპრესიით, ასევე 237 ზრდასრული, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს ფსიქიატრიული დახმარებისთვის მიმართეს. პოზნერის ჯგუფმა შეაფასა თვითმკვლელობის რისკი მკურნალობის დაწყებამდე და გამოკვლევის მონაწილეებს ნახევარი წლის განმავლობაში აკვირდებოდა. რისკის შესაფასებლად მეცნიერები საკუთარ მედოთიკას იყენებდნენ, რომელსაც „სუიციდალური განზრახვების სერიოზულობის კოლუმპიური სკალა“ (Columbia Suicide Severity Rating Scale) უწოდეს. გამოკვლევის შედეგებით, იმ მაჩვენებლის ზრდასთან ერთად, რომელიც თვითმკვლელობაზე ფიქრის ინტენსიურობას ასახავდა, ერთ დონეზე კვლევით პერიოდში სუიციდის მცდელობის ალბათობა 45 პროცენტით იზრდებოდა. გამოკვლევის ავტორებმა შემუშავებული მეთოდიკის გამოყენება სუიციდის პროფილაქტიკისთვის შემოთავაზეს. პოზნერის თქმით, პროფილაქტიკის საკვანძო ფაქტორი უნდა გახდეს სკრინინგ-პროგრამები, რომლებიც თვითმკვლელობისადმი ადამიანის მიდრეკილების შეფასების საშუალების მომცემია. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3893.html
| |||
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:03 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.