ეს საინტერესოა: წიგნში პეპი გრძელი წინდას შესახებ რასიზმის ნიშნები აღმოაჩინეს | ![]() | World News | |
![]() ვოლრადმა აღნიშნა, რომ გამომცემლებმა უკვე შეცვალეს ერთ-ერთ წიგნში მთავარი გმირის მამა - „ზანგთა მეფის“ მაგივრად წიგნში გაჩნდა „სამხრეთ ზღვის მეფე“. მაგრამ პრობლემური სხვა წიგნის ფრაგმენტებიც რჩება, მიაჩნია ვოლრადს. „წიგნში შავი ბავშვები თეთრი ბავშვების თვალწინ ერთმანეთს ქვიშას ესვრიან. როდესაც წიგნს ჩემს ნათესავს ვუკითხავდი, რომელიც შავკანიანია, ეს ეპიზოდი უბრალოდ გამოვტოვე“, - თქვა ვოლრადმა და აღნიშნა, რომ იგი წიგნს მთლიანობაში ვერაფერს უსაყვედურებს. პირიქით, მასში ძალიან ბევრი პოზიტიური მხარეა: მაგალითად, ძლიერი ქალის ხასიათი, ბავშვების პასუხისმგებლობა საკუთარი საქციელისთვის, პროტესტი ცხოველების მიმართ სისასტიკის წინააღმდეგ, ხელისუფლებების კრიტიკა, მაიჩნია ვოლრადს. რაც შეეხება იმ ეპიზოდებს, რომელთა წაკითხვა შავკანიანი ბავშვებისთვის უხერხულია, ვოლრადის აზრით, კარგი იქნებოდა წიგნებში ყოფილიყო შენიშვნები, რომლებიც რასისტული გამოთქმების კონტექსტს ახსნიდა. ამდაგვარად, ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ისწავლიდნენ ცხოვრებას მულტიკულტურულ საზოგადოებაში. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3890.html
| |||
Posted by Drakula | 13 Nov 2011, 20:01 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.