Translation tool beta version. Translation quality may be not a good
| მსოფლიოში „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება | | World News |
დედამიწის მოსახლეობამ შვიდი მილიარდის ზღვარს მიაღწია, თუმცა დემოგრაფები მაინც უკმაყოფილები არიან. მათი თქმით, უახლოეს ათწლეულებში პლანეტაზე „უცოლშვილოთა ერები“ გაჩნდება. ბოლო წლებში მსოფლიოში ქალების რეკორდულად დაბალი რაოდენობა იბადება. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის მოსახლეობა ზრდას აგრძელებს, ახალშობილი ბიჭებისა და გოგონების თანაფარდობა სულაც არაა უკანასკნელთა სასარგებლოდ. ეს მრავალ დემოგრაფს აღელვებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქალების უკმარისობამ უახლოეს ათწლეულებში შესაძლოა კაცობრიობაზე არანაკლებ საგრძნობი გავლენა მოახდინოს, ვიდრე გლობალურმა დათბობამ. საშუალოდ მსოფლიოში მდედრობითი სქესის ყოველ 100 ჩვილ ბავშვზე 104-106 ბიჭი მოდის. მეცნიერთა თქმით, ის ქვეყნები, სადაც ყოველწლიურად უფრო მეტი გოგონა იბადება, ვიდრე ბიჭი, უბრალოდ გამონაკლისებია, რომლებიც წესებს ადასტურებს.
|
Posted by Drakula | 09 Nov 2011, 19:22 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... |
|
| დანიაში მსოფლიოში ყველაზე სქელ წიგნს გამოუშვებენ | | World News |
მსოფლიოში ყველაზე სქელი წიგნი მალე დანიაში დაიბეჭდება. გასაოცარი ზომის ტომი უმუშევრობის დაზღვევის სალაროს - „Min A-kasse“-ის მიერ გამოვა. გადაიკითხავს რა მის 23 675 გვერდს, მკითხველი გაიგებს ყველაფერს იმ ნორმებისა და წესების შესახებ, რომელთა თანახმად დანიაში იხარჯება ფონდები, რომლებიც იმ დანიელებისთვის შემწეობებზე გამოიყოფა, რომლებმაც სამსახური დაკარგეს.
|
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:17 | comments | ეს საინტერესოა | Score: 0 | Read More... |
|
| აშშ-ის მთავრობამ გააკეთა განცხადება უცხოპლანეტელების შესახებ | | World News |
აშშ-ის მთავრობას არა აქვს ინფორმაცია, რომელიც სიცოცხლის უცხოპლანეტური ფორმების არსებობას ადასტურებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, იუწყება “GHN“. ობამას ადმინისტრაცია იძულებული იყო, ანგარიში ჩაებარებინა არამიწიერი ცივილიზაციების საკითხის თაობაზე მას შემდეგ, რაც საიტის გამყოფილებაში „ჩვენ - ხალხი. თქვენი ხმა ჩვენს მთავრობაში“ გაჩნდა მიმართვა, რომელიც მოითხოვდა უცხოპლანეტელების შესახებ სამთავრობო მონაცემების გასაიდუმლოებას. ერთი თვის განმავლობაში ამ მოთხოვნამ 17 ათასზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა.
|
Posted by Drakula | 08 Nov 2011, 19:16 | comments | მეცნიერება-ტექნოლოგიები | Score: 1 | Read More... |
|
|